ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობაზე“: თავად მისცეს იმ ყბადაღებულ #1633 რეზოლუციაში ხმა იმ ფორმულირებებს, რომლებიც ათასჯერ დავახურეთ თავზე, მაგრამ უტიფრად თავისას აგრძელებენ, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშებს იხდიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 19 დეკემბერი 2022, 10:24

როგორი ჟრიამული აქვს „ნაცმოძრაობას“ ჰააგის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ ცრუობს სააკაშვილი, თითქოს გამოძიება 2015 წელს იქნა ინიცირებული საქართველოს მიერ. ომის გამოძიებას საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა 2008 წელს ევროსაბჭოში. მეტიც, ხელისუფლება მიესალმება ასეთ გამოძიებასო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე Facebook-ზე წერს.

„ამონარიდი #1633 რეზოლუციიდან, მუხლი 8: ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი წინადადების წინააღმდეგ“.

ჰააგის მოგება იმის გამო გაუხარდათ, რომ ხელისუფლებისკენ გაეშვირათ თითი და ნიშნის მოგებით ეთქვათ, ომის დაწყებას რომ გვაბრალებდით, აი ტყუილად გვაბრალებდითო. პოლიტიკურად რაც აწუხებთ, მუდმივად იმ საკითხზე არიან ჩასაფრებულები. არადა, რა შუაშია ჰააგის სასამართლო და ომის დაწყების ან დამთავრების საკითხი? რაში ადარდებს ჰააგას ომი ვინ დაიწყო? ბორისოვს და დანარჩენებს ომის დაწყების გამო გამოუტანეს განაჩენი, თუ ომის დანაშაულების გამო?

ზუსტად ასე ჟრიამულობდნენ 2018 წელს, როცა რუსეთს სტრასბურგის სასამართლო მოვუგეთ. მაშინაც იგივე განცხადებებს ატრიალებდნენ, აკი ამბობდით ომი ჩვენ დავიწყეთო?!

მე და მამუკა არეშიძე ვიყავით სტრასბურგში 2018 წელს. იქ განიხილებოდა ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხები. სასამართლო პირწმინდად მოიგო საქართველომ. რუსეთმა სატვირთო მანქანით ჩაიტანა მტკიცებულებები. ფოტო დავდე მაშინ. ეს ერთი სატვირთო მანქანა ქაღალდები გაუბათილა დაქირავებულმა ადვოკატებმა, იუსტიციის სამინისტრომ, და სხვა უწყებებმა. დიდი შრომის შედეგად დადგა ჩვენთვის მომგებიანი შედეგი. ოღონდ მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ომის დაწყების თემა არ განიხილებოდა.

ომის დაწყებას რაც შეეხება. ჯერ ერთი, ვინც ამ თემაზე საუბრობს, სამხედრო ტერმინებში გაერკვიონ კარგად. თორემ ომის და საბრძოლო მოქმედების დაწყებას შორის უნდათ სხვაობის ნახვა. ასევე დემაგოგობენ რუსეთთან ომი არასდროს შეწყვეტილაო.

პირადად ომის დაწყების პრეტენზია ყველაზე ნაკლებად მაქვს. საქართველოს ჰქონდა ომის დაწყების უფლება. ოღონდ ომის დაწყებას მომზადება სჭირდება როგორც პოლიტიკურად, შიგნით თუ გარეთ, ისე ეკონომიკურად და რაც მთავარია სამხედრო კუთხით.

საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არც საერთაშორისო გარემო შეამზადა, არც შიდა, არც ხალხი მოამზადა, მეტიც, ფეხებზეც დაიკიდა, ომის მომზადების სამხედრო ასპექტებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. ომის დროს ქვეყანა აღმოჩნდა პროვოკატორების, სრული არაკვალიფიციურების და ომის ხარჯზე გამდიდრების მსურველთა ხელში.

ესაა მთავარი პრეტენზიები. ამ პრეტენზიების გადასაფარავად, თავადვე აკეთებენ აქცენტს ომის დაწყების თემაზე. თითქოს ესაა მთავარი.

თუმცა, თავად მისცეს იმ ყბადაღებულ #1633 რეზოლუციაში ხმა იმ ფორმულირებებს, რომლებიც, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ისე სფეროს სპეციალისტებმა, ათასჯერ დავახურეთ თავზე, მაგრამ უტიფრად თავისას აგრძელებენ, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშებს იხდიდნენ.

რეზოლუციაში კი მკაფიოდ წერია ვინ დაიწყო და ვინ იმოქმედა საპასუხოდ.

იგივე წერია სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. იგივეს ლაპარაკობდნენ მისი მინისტრები ომის წინ.

თუ ომის წინა რიტორიკას, თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია და კოკოითის პროვოკაციები იყო დაძაბულობის მიზეზი, შეიძლებოდა გამართლების მონახვა, რომ, როგორც ახსნეს, არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება, 9 აგვისტოს, როცა ომი უკვე დაიწყო, ან ომის შემდეგ რაღა ჰქონდათ მოსარიდებელი?! ან ბრძანებულებაში რატომ არ დაწერეს სწორად, ან ევროსაბჭოში რატომ არ იომეს ამ ფორმულირებების გასასწორებლად?

თურმე ოკუპაციის დაფიქსირება ყოფილა მთავარიმ ოკუპაციას რად უნდა მტკიცება, თუ შენს საეღთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უცხო ქვეყნის ჯარები იმყოფება შენი თანხმობის გარეშე?

ომის დაწყების ფორმულირებებზე რაღა უნდა ვიმსჯელოთ, როცა საქართველოს ინტერესების საზიანოდ ისეთ ფორმულირებებს მისცეს ხმა, თითქოს ჩვენმა სამხედროებმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს.

მერე სააკაშვილი და მისი ფან-კლუბი ხმაურობდა, ჩვენი სამხედროების გასამართლება უნდა ქართულ ოცნებასო. ხომ გახსოვთ სააკაშვილის ჩართვები უკრაინიდან?

არადა, თავად გააკეთეს ყველაფერი ამისათვის. ერთი მხრივ იმავე #1633 რეზოლუციაში ხმა მისცეს როგორც საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, ისე რუსეთის და საქართველოს მიერ ომის დანაშაულების ჩადენას.

როცა ქართულმა ოცნებამ ეს რეზოლუცია აღმოაჩინა, განა იუარეს, განა თქვეს, რომ ვერ გავიტანეთ ჩვენი პოზიციები განხილვებშიო, დაადასტურეს კასეტური ბომბების გამოყენება.

კასეტურ ბომბებს ვინღა ამბობს, როცა რეზოლუციით (მუხლი 11) როგორც რუსეთს, ისე ჩვენ გვბრალდება ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა, სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ ან გაუფრთხილებლად მოკვდინება და სხვა.

ამ ყველაფერს ხმა თქვენ მიეცით და შემდეგ ამ ხელისუფლებას აბრალებდით, ქართველი სამხედროების გასამართლება უნდათო. ხმას როგორ იღებთ ამ ყველაფრის შემდეგ?!

როცა თქვენ, წინა ხელისუფლების ლიდერებს გაკრიტიკებთ, ეს კრიტიკა ერთი წამითაც, ერთი პროცენტითაც არ ეხებათ ომის დღეებში ბრძოლის ველზე მებრძოლ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ეს თქვენ გსურთ მათ ზურგს უკან ამოფარება და მათი გმირობებით საკუთარი სიმდალის და დანაშაულების გადაფარვა.

ზემოთ "რუსეთის გაღიზიანება" ვახსენე. მე რა ვახსენე, მათი საყვარელი პრეტენზიაა. მუდმივად აქილიკებენ ამ ხელისუფლებას, რუსეთის გაღიძიანების გეშინიათო, ოღონდ აგვისტოს ომის წინ თავად ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ და, ფაქტობრივად, საკუთარი განცხადებებით რუსეთს ამართლებდნენ, პროვოკაციებს კოკოითი აწყობს, კრემლი საქმის კურსში არააო (გრ. ვაშაძე, თ. იაკობაშვილი და სხვები).

ცალკე სამი უზარმაზარი საკითხია: ომის წინა პერიოდი, ანუ მისი მომზადება, ომის წარმოება და ომის შემდგომი საკითხები, ანუ სამართლებრივი დავები, ომის ზეგავლენის გამოვლენა და ქვეყნის აღდგენა, მოსახლეობის დახმარება.

სამივე მიმართულება ჩააფლავეთ. განსაკუთრებით ომის წინა პერიოდი და ომის წარმოება.

ომის წინ 7 ათასი ომგამოვლილი და გამოცდილი ოფიცრები გაყარეთ ჯარიდან და ამით ახლაც ტრაბახობთ. ამ 7 ათასი ოფიცრისთვის ომის დროს მაინც დაგეძახათ, 18-დღიანი რეზერვისტები რომ ჩაყარეთ ყვითელი ავტობუსებით?!

.ომის დროს მართვა 2-3 დღეში ჩამოგეშალათ, ხალხი მიატოვეთ, ცხედრები დატოვეთ...

რაზე უნდა გელაპარაკოთ?!

რაც ზემოთ დავწერე, სათქმელის მეასედიც არაა. ამ ომის კვალიფიციური გამოძიება რომ მოხდეს, სხვა ბევრს მოეკითხება. რაც ჩატარდა 2013-14 წლებში, უნდა გასაჯაროვდეს, თუნდაც რაც ეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ომი გამოიყენეთ გასამდიდრებლად. ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრი გამოძიების ქვეშ უნდა ყოფილიყო და მილიარდერად მოგვევლინა.

ახლა გამოდიან და უტიფრად აცხადებენ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ჰააგის სასამართლოს წასაგებად რომ იგივე ცრუ აჟიოტაჟია, რაც 2018 წელს ატეხეს.

ძალიან კი გსურთ, რომ ხალხის აზროვნება ჩააბნელოთ, მაგრამ არ გამოვა.

აქ კითხვები და პასუხები ასე ისმის:

1. რა გააკეთა წინა ხელისუფლება ამ სასამართლოს მოსაგებად? არაფერი. თუ რაიმე გააკეთეს, წარუდგინონ მთავრობას, პარლამენტს, საზოგადოებას.

2. რა გააკეთა დღევანდელმა სამთავრობო სტრუქტურებმა ჰააგის სასამართლოს მოსაგებად? პასუხი მარტივია. 10 წელია ხელისუფლებაში არიან და რომ არაფერი ეკეთებინათ, როგორ მოიგებდნენ, უფრო სწორად, როგორ მოვიგებდით?

ამ საკითხშიც გეტყობათ რამდენად მავნებლები ხართ. შეგეძლოთ გაგეთვალისწინებინათ 2018 წლის გამოცდილება და ამ ცრუ აჟიოტაჟის ნაცვლად, მადლობა გადაგეხადათ თუნდაც პროცესში ჩართული უწყებების თანამშრომლებისთვის, რომლებმაც თქვენი მიფუჩეჩებული გამოასწორეს.

თქვენი მომხრეების მიკვირს. ეს საბუთები ხომ ღია სივრცეშია, ყველა დანაშაული, ყველა რეზოლუცია, ყველა სასამართლო განჩინება საჯაროა. წაკითხვა და გაგება არ გსურთ?

იუსტიციის სამინისტრო თუ გაგვაცნობს როგორ წარიმართა პროცესი, თუ მოუყვება საზოგადოებას გაწეული სამუშაოს შესახებ, კარგი იქნება. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია, იციან, რომ ტიტანური შრომა ჩადო უამრავმა ადამიანმა. მადლობა ყველას!“ - წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოსო არჩვაძე: ფულადი ტრანზაქციების შემცირება და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
არქივი