დავით ქართველიშვილი მურმან დუმბაძის განცხადებაზე: სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 27 დეკემბერი 2022, 11:32

სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მორალურად არ იყო გირგვლიანი იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს“.

როგორც ქართველიშვილი წერს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ საფლავებიდან საკუთარი „ჯალათ-ბელად-დინის“ მიერ ყველა წამებაში დახოცილს.

„გადავიდნენ ნეკროშეტევაზე“ ეს ამორალური ლეშები. ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ ახლა საფლავებიდან საკუთარი „ჯალათ-ბელად-დინის“ მიერ ყველა წამებაში დახოცილს. იტყვიან, რომ შამათავას მოკლული დათო ცინდელიანიც არ უნდა ჩაძირულიყო ფეხებზე ბეტონმიმაგრებული შავ ზღვაში. არც ბუტა რობაქიძე იქნებოდა მართალი იმ „უმწეო“ პოლიციელების მიმართ. არც პოლკოვნიკ თეთრაძეს უნდა აღეძრა ჯალათებში საკუთარ დაბადების დღეზე თავისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვდინება. არც „ყავარჯნიან თემურაში“ ვნებათა აღზევება უნდა გამოეწვიათ მის მიერ გაუპატიურებულებს...
სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ. რომელ მორალზე გველაპარაკებიან - მათ ჰგონიათ, რომ ცოცხლებს წარმოადგენენ. გან-სულიერებულების სიცოცხლე ვის გაუგია...და მათ ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ ოდესღაც გარდაიცვლებიან. ისინი უბრალოდ - მოკვდებიან. ზეციურ საქართველოში მათ მიერ დახოცილი ქართველების უკვდავ სულებთან გადაკვეთა, უბრალოდ მაგარი უსამართლობა იქნება“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
თამთა მეგრელიშვილი: ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? - „ქართულმა ოცნებამ“
თამარ ჩიბურდანიძე: ილიას სიტყვების შეცვლა არ გაუბედავთ თვით კომუნისტებსაც კი საბჭოთა პერიოდში. ეს ვერ გაბედა ვერავინ უსამშობლო და უღმერთო ხალხის გარდა! აი, რას აფინანსებენ შავი ფულით დასავლეთიდან
ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია
გია აბაშიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების გარანტი, სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები და მონების მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი
არქივი