ლევან ნიკოლეიშვილი - გიულის ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ მელიას თემა არ არის. მელიას დაეხმარნენ და სააკაშვილ-ხაბეიშვილის უცნაურ და სპონტანურ ტანდემს სამაგიერო გადაუხადეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 12 იანვარი 2023, 18:57
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიულის ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ მელიას თემა არ არის. მელიას უბრალოდ დაეხმარნენ და სააკაშვილ-ხაბეიშვილის უცნაურ და სპონტანურ ტანდემს სამაგიერო გადაუხადეს,  მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვა მხრიდან მოდის  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. 

ექსპერტის აზრით, ჩანაწერი გაავრცელა იმან, ვისაც ძალიან უნდა გააქარწყლოს ეჭვი, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების უმრავლესობა რეალურად მის აგენტურას წარმოადგენს, რუსული თემის შემოტანა ამას „ადასტურებს“. 

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიულის ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ მელიას თემა არ არის. მელიას უბრალოდ დაეხმარნენ და სააკაშვილ-ხაბეიშვილის უცნაურ და სპონტანურ ტანდემს სამაგიერო გადაუხადეს, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვა მხრიდან მოდის:
გაავრცელა მან, ვისაც ძალიან უნდა გააქარწყლოს ეჭვი, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების უმრავლესობა რეალურად მის აგენტურას წარმოადგენს!
რუსული თემის შემოტანა ამას „ადასტურებს“. 
ანუ, უფრო მარტივი რომ იყოს, დასავლური სპეცსამსახურების კონკრეტული ხაზი უვრცელებს გიულის ჩანაწერს, ამ გზით ემიჯნება აგენტურას და ძალიან აბნევს ქართულ საზოგადოებას.
რუსთავი 2-მაც ჭამა და სააკაშვილი ლამის პუტინის ჩამოყვანილად შემოგვასაღა, რაც ამ შემთხვევაში ზღაპარია.
ახლა სააკაშვილი სხვა ხალხს ჭირდება და სხვა ხალხი ამუშავებს!
ეს არ გამორიცხავს გიულისა და მისი კაგებეშნიკი ძმის ეფესბესთან კონტაქტს და მათ პოზიციაზე ნერვიულობას!
ყველა თავის ინტერესებზე ფიქრობს და ზრუნავს, ეს გასაგებია, ამერიკელიც, რუსიც, ევროპელიც...
კიდევ კარგი, რომ ამ დროს აღმოგვაჩნდა ხალხი, რომლებმაც მილიარდებიც ფეხებზე დაიკიდა, პირადი კეთილდღეობა, გარანტიები და საკუთარი სიცოცხლეც - არ ვაჭარბებ! 
ყველა მხრიდან შეიძლება ასეთი რისკებიც იყოს და ამის მიუხედავად პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენეს!!!
და მართლა ბრავო ქართველ ხალხს!
ზუსტად ხვდება ხალხი ყველაფერს, სხვანაირად და ასეთი მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი თავგანწირვა ვერ გადაგვარჩენდა!..“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
არქივი