ნიკა მელია კეზერაშვილს: დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 24 იანვარი 2023, 10:10

ნიკა მელია დავით კეზერაშვილს Facebook-ზე მიმართავს და ავტომობილთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წერს:

„პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს „საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ“.

მელია განმარტავს, რომ საუბარია ავტომობილზე, რომლითაც მელია რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა. მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სჭირდებოდა დაცვა და, შესაბამისად, დამატებითი ავტომობილი. მელია წერს, რომ დაცვას ოჯახის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი გადასცა, თავად კი პარტიის ავტომობილით სარგებლობდა, რომელიც კობა ნაყოფიას თხოვნით „ნაცმოძრაობას“ ზაზა ოქრუაშვილმა ათხოვა.

„ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“ - წერს მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია
გია აბაშიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების გარანტი, სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები და მონების მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე
გია აბაშიძე-ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი
სტუდენტი ნინი ცაავა ირაკლი კობახიძეზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუმართლა ასეთი პრემიერ-მინისტრის ყოლით
არქივი