გია აბაშიძე - არ იმჩნევენ უკრაინელებისა და რუსების მშვიდობიან თანაცხოვრებას მშვიდობიან საქართველოში. ერთი ინციდენტიც რომ მომხდარიყო, ვაი-ვიშს ატეხდა სააკაშვილის ომის პარტიის ჯიბის მედია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 24 იანვარი 2023, 17:00
ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს ათქმევინეს, რომ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება და აქ მყოფ უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ, უკრაინა განიხილავს საქართველოდან თანამემამულეების ევაკუაციას. ფაქტია, რომ უკრაინის პროვოკატორი პოლიტიკური აქტორები არ იმჩნევენ იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ათასობით ოჯახი გამოექცა პუტინის რეჟიმს და საქართველოში შემოვიდა სახმელეთო გზით. ფაქტია, რომ ასევე არ იმჩნევენ უკრაინელებისა და რუსების მშვიდობიან თანაცხოვრებას მშვიდობიან საქართველოში - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, თუმცა, ურყევი მოცემულობაა ის, რომ ოფიციალური კიევიდან სამარცხვინო და უზნეო დამუნათების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს განსაცდელში მყოფი უკრაინელების დახმარებას.
„ზელენსკის უზნეო და უმადურმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა საქართველოსთან მიმართებაში.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს ათქმევინეს, რომ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება და აქ მყოფ უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ, უკრაინა განიხილავს საქართველოდან თანამემამულეების ევაკუაციას.
ფაქტია, რომ უკრაინის პროვოკატორი პოლიტიკური აქტორები არ იმჩნევენ იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ათასობით ოჯახი გამოექცა პუტინის რეჟიმს და საქართველოში შემოვიდა სახმელეთო გზით. ფაქტია, რომ ასევე არ იმჩნევენ უკრაინელებისა და რუსების მშვიდობიან თანაცხოვრებას მშვიდობიან საქართველოში. ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა, სადაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. რომ მომხდარიყო, ამაზე ვაი-ვიშს ატეხავდა სააკაშვილის ომის პარტიის ჯიბის მედია. თუმცა, ურყევი მოცემულობაა ის, რომ ოფიციალური კიევიდან სამარცხვინო და უზნეო დამუნათების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს განსაცდელში მყოფი უკრაინელების დახმარებას აქ და მათ სამშობლოში.
მოუთმენლად ველით უკრაინის მოღალატე და კორუმპირებული ჩინოსნების მხილება-დასჯას მათ სამშობლოში. გამარჯვება უკრაინელ ხალხს რუს ოკუპანტებზე და საკუთარ პარაზიტ ჩინოსნებზე!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი