ლევან ნიკოლეიშვილი: ხაბეიშვილის განცხადებებზე ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება. მისივე თანამოაზრეები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 25 იანვარი 2023, 15:50

ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება და ზოგიც ვერ ითმენს ხაბეიშვილის განცხადებებზე. საინტერესოა, რომ მისივე თანამოაზრეები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს, უფრო მეტიც ისედაც სახელი გვაქვს გატეხილი, სულ ნუ გავიბანძებთ თავსო ეუბნებიან- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თუ ვინმეს ჰგონია ხაბეიშვილი და მსგავსნი ყბედობიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, თავზე ხელს გადაუსვამენ ძალიან ცდება. ასე რომ სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ დაშლის პირას და აგონიაში მყოფი ნაციონალები ათას რამეს იტყვიან.

„ზოგს ეცინება, ზოგიც დასცინის, ზოგი ბრაზდება და ზოგიც ვერ ითმენს ხაბეიშვილის განცხადებებზე. რევოლუცია უნდა მოვახდინოთო, გაფიცვები მოვაწყოთ და თუ საჭიროა ფიზიკურად ძალის გამოყენებით უნდა გამოვიხსნათ სააკაშვილიო. საინტერესოა, რომ მისივე თანამოაზრეები, ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალებიც და არარადიკალებიც არ იჯერებენ მის მუქარებს, უფრო მეტიც ისედაც სახელი გვაქვს გატეხილი, სულ ნუ გავიბანძებთ თავსო ეუბნებიან. არც უცხოელი ავის მოსურნეები უნდა იყვნენ კმაყოფილი, ასე ერთიანად უგვანოები როგორ არიან ოპოზიციაც და არასამთავროებიცო, ფიქრობენ. ფიქრობენ და ვერ მოუფიქრებიათ ვისზე დასდონ ბოლოს და ბოლოს ფსონი... ხელისუფლება კი აგრძელებს თავის საქმეს: მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეკონომიკაშიც წინსვლა აქვს, ევროპისკენ გეგმაზომიერად მიდის, ახლა თუ ვინმეს ჰგონია ხაბეიშვილი და მსგავსნი ყბედობიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, თავზე ხელს გადაუსვამენ, ძალიან ცდება. ასე რომ სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ დაშლის პირას და აგონიაში მყოფი ნაციონალები ათას რამეს იტყვიან. ისე, მათი ნათქვამი და საქმე როდის ემთხვევა ერთმანეთს?!“- წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი