ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ქართველი მეფეების შეურაცხყოფას და ვერ ხვდებიან, რომ ამით მხოლოდ გააორმაგებენ ზიზღის იმ კოეფიციენტს, რომელსაც ხალხი მათ მიმართ გრძნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 23 თებერვალი 2023, 18:52

“0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 



ქადაგიძის თქმით, პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს. 



“კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ანტიქართულ პროპაგანდას და ქართველი მეფეების შეურაცხყოფას.

ამჯერად 0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო და რომელშიც იდეალურად არის აღწერილი ქართველი გმირი მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა. 

ნუთუ არ შეუძლიათ, რომ ხელი არ ახლონ ისეთ თემებს, სადაც ზუსტად იციან, რომ ხალხის რისხვას მიიღებენ?

ნუთუ არ შეუძლიათ, რომ არ აგინონ ქართველ მეფეებეს და ყველაფერ ქართულს? 
რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს. 

უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ამით ვერც მეფეს, ვერც ფილმს და მის ავტორს ვერაფერს დააკლებენ, მხოლოდ გააორმაგებენ ზიზღის იმ კოეფიციენტს, რომელსაც ხალხი მათ მიმართ გრძნობს...”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი