ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს - გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 24 თებერვალი 2023, 20:21

ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ დახმარების ნაცვლად, რაც უკრაინამ საქართველოსგან მიიღო, პასუხად პროვოკაციებს, ცილისწამებასა და შანტაჟს აბრუნებს.

„აბა, გამოდით, ის „ძაან პრადვინუტები“, ვინც ღაღადებდით, მეორე ფრონტი მოგონილიაო. ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად. ჰოდა, უკრაინის ომის წლისთავზე, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ, ქართულმა საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, ლტოლვილები მიიღო და ყველაზე ჰუმანური პირობები შესთავაზა, 100-ზე მეტი რეზოლუცია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის (ოკუპანტის წინააღმდეგ) მოთხოვნა და უამრავი საერთაშორისო მხარდაჭერის ავტორობა თუ თანაავტორობა უზრუნველყო, ეს ნაძირალა, მაინც უკადრებელს კადრულობს!დააკვირდით ამის და ამის ნაძირალა ხელმძღვანელობის განცხადებებს, ყოველდღიურად - პროვოკაცია, ინსინუაციები, შანტაჟი, მუქარა, უაპელაციო ცილისწამება და ათასი სიბინძურე... დღეს, ომის წლისთავზე, კიდევ ერთი დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ ზელენსკისაგან, ამ ნაძირალას ხელით! არადა, ჩვენი საელჩო ალყაშემორტყმულ კიევში, ბომბების წვიმაშიც კი არ დახურულა უკრაინაში და ჩვენი ელჩი ბოლომდე თავგანწირვით ასრულებდა დიპლომატისა და ღირსეული ადამიანის მოვალეობას.ეს ნაძირალა კი, როგორც დიპლომატიურ „პრიკუპად“ მოავლინა ზელენსკიმ, ისეთივე ადამიანური „პრიკუპი“ ყოფილა. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს: გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!“. - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი