თამთა მეგრელიშვილი: მტკიცება - ეს არის რუსული კანონი, მტკიცება- ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას - ტყუილია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 07 მარტი 2023, 16:40
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტის და ე.წ. ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი, არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა, არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია - „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ტყუილია, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება ევროპას. კანონი ამერიკაში მოქმედებს და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტის
და ეგრედ წოდებული ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი;
არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა;
არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია.
იყო უარი შინაარსობრივ დისკუსიაზე და პოლიტ პიარზე მორგებული სანახაობანი.
მტკიცება - ეს არის რუსული კანონი!
მტკიცება- ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას!
ტყუილია! უარგუმენტაციოა!
ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი