ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუე და ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც იცის. რა­ტომ უნდა გვინ­დო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 13 მარტი 2023, 13:00

ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუე და ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც იცის. რა­ტომ უნდა გვინ­დო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი? არ გვინ­და და მათ ეს იცი­ან, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ამე­რი­კე­ლი  ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნი ადამ კინ­ზინ­გე­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვა სურს.

“რა­ტომ ითხოვს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­მარ­ცხე­ბულ, ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თის მხა­რეს ყოფ­ნას? მე ვიც­ნობ ქარ­თველ ხალ­ხს. რო­გორც ჩანს, პრე­მი­ე­რი არა“, – წერს ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი აცხა­დებ­და, რომ სა­ჭი­როა რე­ჟი­მის შეც­ვლა და დამ­ხო­ბა. “მე ერთი რამ მინ­და გი­თხრათ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით: მათი სურ­ვი­ლი იყო და არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თონ ომში და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად აო­მონ. აი, ეს არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას მინ­და მოგ­მარ­თოთ. ამი­ტომ ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, უნდა გვე­ყოს კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა. უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, მაგ­რამ მა­გა­რი სიმ­ტკი­ცე და სი­ფხიზ­ლე, რომ არ და­ვუშ­ვათ არ­ცერ­თი პრო­ვო­კა­ცია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ ვი­ძა­ხით გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბით, ეს არის რე­ა­ლო­ბა, მე­გობ­რე­ბო. მათი სურ­ვი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თოს მე­ო­რე ფრონ­ტში”, – აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი - ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს
გია აბაშიძე შალვა პაპუაშვილის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: „ნეტგაზეთი“, რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქცია, თუ სხვა „ნაცმედია“, არის და იქნება ფსკერის დიდ სიღრმეებში
ზურაბ ქადაგიძე: ფსევდოლიბერალური მედია მუშაობს ასე - დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა - ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე
დავით ქართველიშვილი: პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რათა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც ამოეშალათ
ზაალ ანჯაფარიძე: საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით - სწორედ ეს ართმევს შანსს რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ
არქივი