გია აბაშიძე ტრამპის შესაძლო დაკავებაზე: ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა. როგორი ტრაგი-კომიკური ხდება იქაური დიპლომატიურ-პოლიტიკური „ქადაგება“ საქართველოს დეპოლარიზაციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 31 მარტი 2023, 13:37

ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა. როგორი ტრაგიკომიკური ხდება იქაური დიპლომატიურ-პოლიტიკური „ქადაგება“ საქართველოს დეპოლარიზაციაზე, მართლმსაჯულების რეფორმირებაზე და სხვა ბლა ბლაზე, როცა საკუთარ ქვეყანაში წარმოუდგენელი ბარდაკი აქვთ. ხოლო საერთაშორისო ურთიერთობაში კი სრული ქაოსი, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში პორნო მსახიობმა, სტორმი დენიელსმა, ტრამპთან სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ, 130 000 დოლარი მიიღო.

„ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა. როგორი ტრაგიკომიკური ხდება იქაური დიპლომატიურ-პოლიტიკური „ქადაგება“ საქართველოს დეპოლარიზაციაზე, მართლმსაჯულების რეფორმირებაზე და სხვა ბლა ბლაზე, როცა საკუთარ ქვეყანაში წარმოუდგენელი ბარდაკი აქვთ. ხოლო საერთაშორისო ურთიერთობაში კი სრული ქაოსი.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა [ფლორიდის გუბერნატორ დესანტისის ინფორმაციით, სოროსის მიერ დასპონსორებული] ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნომსახიობ შტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ზერეიტინგულ ტრამპს გაასამართლებენ იმის გამო, რაც თავის დროზე ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ თქვა, რომ არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. პირად ურთიერთობაში გაუთქმელობისთვის თანხის გადახდა პირადი ხარჯია და ჩვეული პრაქტიკაა აშშ-ის პოლიტიკურ ელიტებში, ჰოლივუდში და შოუბიზნესში. თანხის გადარიცხვისას არასწორი ბუღალტრული აღრიცხვა კი ხარვეზია და არა დანაშაული. ამასთან, ფინანსურ ხარვეზზე ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია.
„ეს არის პოლიტიკური დევნა და ისტორიაში პირველად არჩევნებში ჩარევა უმაღლეს დონეზე“, - თქვა ტრამპმა განცხადებაში. მან დასძინა: „იმ დროიდან, რაც მე ჩამოვედი „ტრამპ თაუერის” [საკუთარი ცათამბჯენი ნიუ-იორკში] ოქროს ესკალატორიდან და მანამდეც კი, სანამ ფიცს დავდებდი, როგორც თქვენი პრეზიდენტი, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები ამ ქვეყნის შრომისმოყვარე მამაკაცებისა და ქალების მტრები იყვნენ.
ისინი ჩაერთნენ კუდიანებზე ნადირობაში, რათა გაანადგურონ მოძრაობა - გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“.

„დემოკრატებმა მოგატყუეს და მოგპარეს „ტრამპის დაჭერის“ მცდელობით, მაგრამ ახლა მათ გააკეთეს წარმოუდგენელი, სრულიად უდანაშაულო პირს ბრალი წაუყენეს, რაც არჩევნებში აშკარა ჩარევაა“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა: „ჩვენი ერის ისტორიაში ეს არასდროს ყოფილა“. მისი განცხადებით, დემოკრატები დამნაშავეები არიან „მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენებაში პოლიტიკური ოპონენტის დასასჯელად“.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ალინა ჰაბამ თქვა, რომ ტრამპი „ამერიკული მართლმსაჯულების სისტემისა და ისტორიის კორუმპირებული და დამახინჯებული ვერსიის მსხვერპლია“. „ის გამართლდება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
Trump indicted after Manhattan DA probe for hush money payments“ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
ლევან ნიკოლეიშვილი-თუკი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან
ზურაბ ქადაგიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი - ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს
არქივი