თითქოს გამადიდებელი შუშა მოგვიტანეს თვალებთან და დაგვანახეს ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 31 მარტი 2023, 15:29
დღეს 31 მარტია, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს, ის კვლავ მშვიდობისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში დღესაც, როგორც მაშინ მათ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველოს დაცვა გვიწევს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მეგრელიშვილის განცხადებით, სიმბოლურიცაა კარგისა და ცუდის ახლო ხედით დანახვა. მისი თქმით, აშკარაა განსხვავება ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

„დღეს 31 მარტია, სწორედ ამ დღის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. 

დღეს თითქოს სიმბოლურიცაა კარგისა და ცუდის ასე ახლო ხედით დანახვა, თითქოს გამადიდებელი შუშა მოგვიტანეს თვალებთან და დაგვანახეს ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი როგორც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

დღეს 31 მარტია, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს, ის კვლავ მშვიდობისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში დღესაც, როგორც მაშინ მათ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველოს დაცვა გვიწევს.

წლების შემდეგ ამ ქართულ ბრძოლაში განსხვავება დიდია, მაშინ ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი ხალხის, ხალხში... დღეს კი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ქართულ ინტერესებს აცდენილი აგენტი პირია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ეს კლოუნი ნახეთ - ჩინური მიშობა უბრალოდ ვულგარულობამდე კომუკურია
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
რუსა მაჩაიძე: ნაცებმა პოლიტსაბჭო მიშას სახლში რომ ჩაატარეს კია ძალიან გულისამაჩუყებელი, მაგრამ კანონდარღვევა რომაა, რა ვქნათ?
ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
არქივი