დავით ქართველიშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა ხარება დღე, ქართველი ხალხისთვის მილოცვის ნაცვლად, დაიწყო იმაზე საუბრით, რომ რაღაც არ უხარია - ამერიკის ელჩს ნუ გაებუტებით, გეხვეწებითო! ეს ხომ უკვე პათოლოგიაა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 07 აპრილი 2023, 19:53
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან მოსამართლეების სანქცირებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის მილოცვით რომ არ დაიწყებს... ხარება დღეს რომ იტყვის: „მე დღეს არ მიხარია“...  თან რომ ამბობს, ამერიკის ელჩს შევხვდი, სავიზო შეზღუდვებს ეხებაო და თან ვწუხვარ, რომ საქართველო დასანქცირებულ ქვეყნების სიაში შეიყვანესო... ამ ოთხ მოსამართლეს ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთო (!).

ამ ქალისგან რაიმე ეროვნული, პოზიტიური, კონსტრუქციული, ქართული, ჯიგრული - გსმენიათ აქამდე რამე? ლინკი ჩამიგდეთ, გთხოვთ! უმაგრესი შეხვედრა აქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს! ერთი სიტყვით მაინც შეეხე, შეაფასე, შეაქე! ეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეხება! ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება! არა! ათი წუთი - „არ მიხარია“, „ვწუხვარ“ და ამერიკის ელჩს ნუ გაებუტებით, გეხვეწებითო -  ეს ხომ უკვე პათოლოგიაა?!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი