ანა წითლიძე - ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა საკითხი - ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 10 აპრილი 2023, 22:04

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემაა, მეგობრებო - ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრეზიდენტისადმი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს, რადგან ორმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო.

ანა წითლიძე განმარტავს პოლონეთში მათი ვიზიტის მიზნებს და აცხადებს, რომ საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს, ისტერიკის გარეშე.

“ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მხარის მოწვევით დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ.

ვიზიტი მთავარი თემები:

პოლიტიკური პატიმრები, 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულების პროცესი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის.

დღეს და ხვალ ამ საკითხებზე ვხვდებით ევროპარლამენტარებს.

ხვალ და ზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ისევ ამ თემებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ზეგ , როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდება კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი და ამ ჯილდოს მიშას სახელით აიღებს თანამედროვეობის უდიდესი ადამიანი.

პარლამენტში ანაზღაურებადი მივლინება გვაქვს გაფორმებული. ანუ სისტემაში ეგ ჩანს.

მივლინება 10/13 აპრილის ჩათვლით არის.

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით - ამიტომ პრობლემა ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არის მეგობრებო.

საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს - ისტერიკის გარეშე.

ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენს გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე.

ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, - წერს ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, დაუგეგმავად დატოვეს საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი