დავით ქართველიშვილი: მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა, არამედ, ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე, ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 13 აპრილი 2023, 17:36
მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა - არამედ, ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ა) ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება - ბ) კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას  იმის შესახებ, რომ სამმა მოსამართლემ, დასანქცირებული კოლეგების სოლიდარობის მიზნით, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა.

დავით ქართველიშვილის განცხადებით, კოლონიზატორული დამოკიდებულება ქვეყნის, როგორც ვასალის მიმართ, საქართველოში არ გაჭრის. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფომაც აიმაღლა ხმა. 

"ჯანყი ჯორჯიას პლანტაციებზე". რატომღაც გამახსენდა მე-19 საუკუნის ქართველი სემინარისტების პროტესტი ეგზარქოსის მიმართ, ვინც საეკლესიო ენას და გალობას გვიწუნებდა. იქიდან დაიწყო ეს ტალღა და 1918 წლის 26 მაისამდე მიაღწია. რა მოხდა შემდეგ - ეს სხვა ისტორიაა და უდიდესი გამოცდილება, თუ რატომ არ უნდა დავკარგოთ დე-ფაქტო დამოუკიდებლობა დღეს. მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა - არამედ ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ა) ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება - ბ) კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმპციაზე. 
საბჭოური "ტროიკების" განაჩენები - გამოვიარეთ. მიდგომა: ეს კანონი "რუსულია", იმიტომ რომ მე მასე მინდა, ან ეს მოსამართლე "კორუმპირებულია", იმიტომ რომ მე ვთქვი მასე - შეიძლება დღეს ჭრიდეს უკრაინასა თუ მოლდოვაში, მაგრამ არა საქართველოში. დღეს მსგავსი მიდგომების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა საფრანგეთმაც და ევროსაბჭომაც. კოლონიზატორ-ვასალის დამოკიდებულებას დღეს ევროპაც ეწინააღმდეგება. ჩვენ ასეთ მიდგომას სოლიდარობას ვუცხადებთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი - ახალი „ევროსაბჭოთა კავშირის" ჩამოყალიბების სურათი, დედაქალაქით - ბრიუსელში, ხოლო მართვის ცენტრით - ვაშინგტონში
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
არქივი