რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმული კითხვებით კი არა, უკვე მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 15 აპრილი 2023, 21:46

მოკლედ, როგორც რუსეთის მთავარ პროკურატურაში ამბობენ, „მთავარია, საგამოძიებო მოქმედებების დროს საკუთარ თავზე არ გახვიდეთ“, თორემ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმულ კითხვებს კი არ უნდა დაეძებდეთ, მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, BBC-ის გამოძიების ფონზე კითხვები არა საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაში უნდა გაჩენილიყო, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე გასცა პასუხი კითხვებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი.

„საქართველოში კი არა, ევროპასა და ამერიკაში უნდა იმატოს ამ კითხვებმა! ჩვენ დიდი ხანია, ყველაფერი ვიცით. BBC-ის გამოძიების ფონზე კი კეზერაშვილი კვლავ რჩება ევროპარლამენტისთვის „დევნილ მედიამენეჯერად“, ვინაიდან მათი მხრიდან საწინააღმდეგო განცხადება არ მოგვისმენია.

BBC-ის გამოძიების ფონზე კეზერაშვილი, მის მიერ დაფინანსებული ტელევიზია, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები კვლავ ამერიკის სანქციების მიღმა რჩებიან. ვინაიდან მათ ასე უნდათ, რადგანაც BBC ხომ „სულ სხვა“ ღია წყაროა, ისეთი იდუმალი არა, როგორიდანაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველი მოსამართლეების „კორუფციაზე“ შეიტყო.

BBC-ის გამოძიების ფონზე არც ის შეიმჩნიოთ, რომ კეზერაშვილის კრიმინალური ბანდის შტაბ-ბინა კიევში მდებარეობს. იმ კიევში, სადაც არც ანტიკორუფციული და არც უშიშროების უწყებების დონეზე აშშ-ის საელჩოს ყურადღების მიღმა „გაზაფხულის ბუზის“ გაფრენაც კი არ რჩება.

BBC-ის გამოძიების ფონზე არც იმით დაინტერესდეთ, თუ რაზე შედგა გასული წლის ივლისში ლონდონში კეზერაშვილის შეხვედრა უკრაინის უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდი კომპანიის „BGS Rail-ის“ დირექტორთა საბჭოს მაკონტროლებელ წევრ კურტ ვოლკერთან. რა გაჰქონდათ უკრაინიდან ამისთანა და რა მიმართულებით, გაგანია ომის დროს, ამ ბიზნეს-პარტნიორებს? ის ხომ არა, რისი გამოძიების მიზნითაც ვიქტორია ნულანდმა კიევში საერთაშორისო აუდიტის ჯგუფი გაგზავნა?

მოკლედ, როგორც რუსეთის მთავარ პროკურატურაში ამბობენ, „მთავარია, საგამოძიებო მოქმედებების დროს საკუთარ თავზე არ გახვიდეთ“, თორემ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმულ კითხვებს კი არ უნდა დაეძებდეთ, მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი - ახალი „ევროსაბჭოთა კავშირის" ჩამოყალიბების სურათი, დედაქალაქით - ბრიუსელში, ხოლო მართვის ცენტრით - ვაშინგტონში
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
არქივი