ნანა კაკაბაძე: ჭკვიანური სამშვიდობო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობის განმტკიცების პარალელურად ელოდება დიდი პერსპექტივები ეკონომიკურ და პოლიტიკურ-კულტურული განვითარების გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 18 აპრილი 2023, 09:59

ომი მთავრდება, მშვიდობის გეშინოდეთ! რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ბევრმა დადო ფსონი უკრაინის და მისი მხარდამჭერი დასავლეთის უპირობო გამარჯვებაზე და რუსეთის სრულ განადგურებაზე. იმასაც პროგნოზირებდნენ (და დღესაც პროგნოზირებენ), რამდენ ნაწილად უნდა დაიშალოს რუსეთი, რომელმა ქვეყნებმა უნდა დაინაწილონ მისი ტერიტორიები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართველი „პოლიტიკოსების" და „ანალიტიკოსების" უმრავლესობა (ქ-ნი ლელა კაკულიას ჩათვლით) ალაგებდა გეგმებს (და დღესაც იმავეს აგრძელებს), რუსეთის დამარცხება- დაშლისთანავე როგორ აღვადგენდით ტერიტორიულ მთლიანობას და მყისიერად შევიდოდით ნატოსა და ევროკავშირში.

„ვინც ამ პოზიციის საწინააღმდეგო აზრს გააჟღერებს, მაშინვე მიეკერება რუსეთუმესა და პუტინისტის იარლიყი.
ამ ორომტრიალში, ჩვენ, რასაკვირველია, საქართველოს ბედი გვაინტერესებს.

გავიდა ერთ წელზე მეტი და უკრაინის ომის განვითარების პერსპექტივა რუსეთის განადგურების სურათს არ იძლევა.
დღევანდელი მდგომარეობის, ანუ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ალბათ ამ სტატუსს მოგვცემენ.
სტატუსის მერე შეიძლება კიდევ ერთი თაობა (30-40 წელი) შეიცვალოს ისე, რომ ვერ გავხდეთ წევრები (თურქეთის მაგალითი).

ამასობაში ნატოს წევრი თურქეთი პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი ძალა, ყოველ შემთხვევაში, აშკარად აქვს რეგიონულ იმპერიად ქცევის პრეტენზია და თუ რომელიმე მხარეს იხრება, ესაა რუსეთის, ირანის, ჩინეთის, აზია-აფრიკის რეგიონის, უმდიდრესი არაბული ქვეყნების დიდი გაერთიანება და არა დასავლეთი.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ახალი მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივას წარმოშობს.
მეორე მხრივ, აშშ-ს გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ცენტრში ძლიერდება ცენტრიდანული მისწრაფებები.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სულაც არ ნიშნავს, გავხდეთ შტატების ვასალი, მაგალითად მოყავს ჩინეთ-აშშ-ს დაპირისპირება ტაივანის გარშემო და აცხადებს, ამ დაპირისპირებაში ევროპამ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოსო.

აშშ-ს კონგრესმენმა რუბიომ ამაზე უპასუხა, თუ ეგრეა, ჩვენც ევროპასთან შედარებით ნაკლებად გვაინტერესებს უკრაინა, ხელს ავიღებთ მის შენახვაზე და ვნახოთ, ევროპა დამოუკიდებლად როგორ დაიცავს მას რუსეთის აგრესიისგანო.
უნგრეთის დამოუკიდებელი პოზიცია ისედაც ცნობილია.

მზარდი შიდა კრიზისისა და გამოსვლების ფონზე ალბათ გერმანიასაც მოუწევს აშშ-სგან დისტანცირების დემონსტრირება.
ორი დღის წინ შარლ მიშელმა განაცხადა: „აშშ-სთან ალიანსის შენარჩუნების მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ეს გულისხმობს, ყველა საკითხზე ბრმად მივყვეთ ვაშინგტონის პოზიციას“-ო. არ დაგვავიწყდეს, შარლ მიშელი მთელი ევროპის სახელით საუბრობს.
რა გამოდის?

აშშ თურმე 80-მილიონიანი საფრანგეთისგან და 700-მილიონიანი ევროპისგან მოითხოვს ვასალობას, ამ ფონზე ჩვენს „ძაან ლიბერალებს“ უკვირთ, როგორ შეიძლება ეჭვი გამოვთქვათ, რომ ამერიკა 3,5-მილიონიანი საქართველოსგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდესო?

ყველაფრის პარალელურად, რუსეთ-ჩინეთის კოალიცია სულ უფრო გამოკვეთილ სახეს იღებს. თვალნათელი ხდება ამ კოალიციის მცდელობების შედეგი, დოლარი აღარ უნდა იყოს მსოფლიო ვალუტა.

ამერიკაში აშკარა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისს აღრმავებს აშშ-ს უნარშეზღუდული მოხუცი პრეზიდენტის გაუთვალისწინებელი ქმედებები, ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით გამოწვეული პოლარიზაცია.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე ეს პოლარიზაცია და შიდა კრიზისი აშშ-ში კიდევ უფრო გამწვავდება.

ასეთ მერყევ სიტუაციაში ნაცები და მათი ანასხლეტები საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებენ, რატომ გიკავიათ უკრაინის მიმართ ზომიერად მხარდამჭერი პოზიცია, რატომ არ აგინებთ ყოველდღიურად რუსეთს, ისე, როგორც ამას პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები აკეთებენო, რატომ არ ამარაგებთ იარაღით, რატომ უშვებთ იმის შესაძლებლობას,რომ ამ ომში რუსეთი არ განადგურდეს და არ დაიშალოსო.

მოდით დავფიქრდეთ, რომელია უფრო პატრიოტული პოზიცია და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა - ის, ვინც ამ გაუთვლელ, ემოციებსა და სურვილებზე დამყარებული პოლიტიკის წარმოებისკენ მოუწოდებს ქვეყანას, თუ რეალობის გათვალისწინება და პოლიტიკის ამაზე დაფუძნება.

მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ ომი ვერც რუსეთის მარცხით და დაშლა-განადგურებით დასრულდება და ვერც უკრაინის სრული დაპყრობით.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო მეტნაკლებად შენარჩუნდება.რუსეთი უკრაინის ტერიტორიების იმაზე მეტ ნაწილს მიიერთებს, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე ჰქონდა.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
დაახლოებით იგივეს ითვალისწინებს ჩინეთის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმაც.

რაც მთავარია, ომის შემდეგი პოლიტიკური რეალობა გამოიყურება ისე, რომ რუსეთ-ჩინეთ-ირანის,ასევე პერსპექტივაში მათთან კოალიციაში გაერთიანებული აზია-აფრიკის და არაბული ბევრი ქვეყნის გაერთიანება იქნება მსოფლიოში დასავლეთის თანაბარი (შესაძლოა, აღმატებული) ძალა.

სწორედ ასეთ მსოფლიოში უნდა მოძებნოს ადგილი პატარა საქართველომ და თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქციოს თავისთვის სასიკეთოდ და არა საუარესოდ (ანუ დაპირისპირების ასპარეზად).

ჭკვიანური სამშვიდობო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობის განმტკიცების პარალელურად ელოდება დიდი პერსპექტივები როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკურ-კულტურული განვითარების გზაზე.

პოლიტიკურ რეალობას ემოციური ლოზუნგები, პატრიოტული სადღეგრძელოები, გულზე მჯიღის ცემა, პიარ კამპანიები და პროპაგანდისტული შოუები კი არ ქმნის, არამედ ცივი გონებით განსჯილი და შორეულ პერსპექტივაში ჭკვიანურ გათვლებზე დაფუძნებული ქმედებები.

ასეთი გათვლების და პოლიტიკური სვლების განხორციელების პასუხისმგებლობა ეკისრება, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ყველა პირს.თუმცა, მთავარი პასუხისმგებელი მაინც არის ხელისუფლება.

ბოლოს, გავრისკავ და გამოვთქვამ პროგნოზს, რომ ომი მალე (მაქსიმუმ ერთ წელიწადში) დამთავრდება, რის გამოც აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება ომის შემდგომი მშვიდობისთვის“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი