თამთა მეგრელიშვილი: ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია, ვიმსახურებთ კანონზე კანონით საუბარს და ეს უნდა გესმოდეთ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 20 აპრილი 2023, 12:31
“მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს”, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი  თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადებას სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით. 

 მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, ამერიკული მხარის მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება. 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწეს. 

აღნიშნული მოსამართლეების დასანქცირება ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ საელჩოს და საკუთრივ, კელი დეგნანის წარმოდგენებს ამ მოსამართლეებზე. ქართული მხარის არგუმენტირებული მოთხოვნა საკითხის ირგვლივ წარმოდგენილ იქნეს მყარი, დადასტურებული მტკიცებულებები, საელჩოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა. ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, მათი მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება. ანუ საკითხზე "საფუძვლიანი" მიმოხილვის დროს საელჩოს არ გახსენებია ქართულ მხარესთან, აუცილებელი ურთიერთობა, ქართული სახელმწიფოს ამ პროცესში ჩართვის აუცილებლობა. მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს.

 საელჩომ ამ პროცესში არ ცნო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი და მხოლოდ მის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს მის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ქართული სახელმწიფოს დაცინვა, მართლმსაჯულების პრინციპებზე ფეხით გადავლა, ქართული კანონის დაკნინება. ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია, ვიმსახურებთ კანონზე კანონით საუბარს და ეს უნდა გესმოდეთ“, - მიმართავს კელი დეგნანს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მიცვალებული ისევ ადგა, ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, ხან უკრაინელი და ხან ქართველი პოლიტიკოსი
ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალების მოქმედებები, დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიცია და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის
დავით ქართველიშვილი: უკრაინის ტელევიზიამ საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუე გაავრცელა - ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათმა ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო
სოზარ სუბარი: პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს
ნინო ფოჩხუა: გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი - ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები
არქივი