ზაზა ლომინაძე: ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას, მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 25 აპრილი 2023, 12:55

პრემიერის, როგორც პასუხისმგებლობიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია - დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე წერს.

როგორც ზაზა ლომინაძე აღნიშნავს, ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.

„ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობას აქამდე ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, თბილისის მერია და სოლიდარობის ფონდი აფინანსებდა, თუმცა, რასაკვირველია, ყველა შემთხვევას და პაციენტს ეს არ ყოფნიდა.

ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამას წინ უძღოდა თვეების სამუშაო და წინა წლების დანახარჯების ანალიზი, ასევე, წლევანდელი და მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის და საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინება. როგორც კი ამ პარამეტრების სტაბილურობაში დარწმუნდა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში.
სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩნდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.
პრემიერის, როგორც პასუხისმგებლობიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია - დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა!“ - წერს ზაზა ლომინაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
არქივი