ლევან ნიკოლეიშვილი - ოპოზიციური მედიის მიზანმიმართული მცდელობის მიუხედავად, თავი დაჩაგრულად და უუფლებოდ წამოადგინონ, საქართველო „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“ 12 პუნქტით დაწინაურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 03 მაისი 2023, 14:01
პრესისა და ზოგადად მედიის თავისუფლებაზე, საუბრისას, როცა საქართველოს შესახებ კრიტიკულ გამონათქვამებს ვისმენ ცოტა არ იყოს და მეღიმება ხოლმე. რამდენი მედია საშუალებაა საქართველოში, იმას რომ თავი დავანებოთ, იქნებ ვინმემ გამახსენოს, რომელს შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება? - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მაჩვენებელს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, არის მცდელობა, რადიკალურ მხარედ ჩამოყალიბებული ჟურნალისტები, დაჩაგრულებად, წამებულებად და დევნილებად შეასაღონ საზოგადოებას. მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული მედიის ნაწილში ცილისწამების და „ფეიკების“ არსებობას, ისევე როგორც პარტიული ტელევიზიების პირდაპირ ჩართულობას ხელისუფლების შეცვლაში.

„პრესისა და ზოგადად მედიის თავისუფლებაზე, საუბრისას, როცა საქართველოს შესახებ კრიტიკულ გამონათქვამებს ვისმენ ცოტა არ იყოს და მეღიმება ხოლმე. მიუხედავად, ოპოზიციური მედიის მიზანმიმართული მცდელობისა, თავი დაჩაგრულად და უუფლებოდ წამოადგინონ, საქართველოს მიმართ ისეთი არაკეთგანწყობილი ორგანიზაციაც კი, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, აქვეყნებს „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“, სადაც 12 პუნქტით დავწინაურდით. რამდენი მედია საშუალებაა საქართველოში, იმას რომ თავი დავანებოთ, იქნებ ვინმემ გამახსენოს, რომელს შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება? უფრო მეტიც ზოგიერთი მათგანი პირდაპირ პარტიული ინტერესების გამავრცელებლებად, რომ ჩამოყალიბდნენ ესეც ვიცით! ახლა ფეიკები, ცილისწამებები, მოგონილი ზღაპრები თუ ბრალდებები რამდენი გვესმის მედიიდან ესეც ხომ ფაქტია! მედია მენეჯერის პატიმრობაზე ისე საუბრობენ, გეგონება ნიკა გვარამიას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული. არც იმაზეა საუბრობენ, როდესაც მედიის წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ და პირდაპირ აანონსებდნენ რევოლუციას და ხელისუფლების შეცვლას. ან თითქოს ყოველდღე არ ვხედავთ, იგივე პარტიული ტელევიზიების აშკარა ჩართულობას ხელისუფლების შეცვლის გეგმაში. ამ ყველაფრის მერე უტრიალდებათ ენა თუ კალამი იმისათვის, რომ ეს რადიკალური მხარედ ჩამოყალიბებული, დაჩაგრულებად, წამებულებად და დევნილებად შემოგვასაღონ. კიდევ კარგი, რომ არსებობენ ნამდვილი ჟურნალისტები, მასმედიის უანგარო მსახურები, რომელთაც თავიანთ მიზნად, თავის პროფესიული მოვალეობის შესრულება მიაჩნიათ-აწვდიან საზოგადოებას რეალურ, ნამდვილ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობილი ინფორმაციას, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
სეუ-ს სტუდენტი ლუკა ნემსაძე-როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად, სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში
ცოტნე ცაგარეიშვილი გამჭვირვალობის კანონზე: ნებისმიერი რეკომენდაცია თუ დირექტივა საჭიროებს მსჯელობას და განხილვას-არავის ბრძანებას არ დამორჩილებია ქართველი და არც ახლა დავემორჩილებით
ელენე ხორბალაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: ოპოზიციამ ყველას ეხებაო, ახლა დამაინტერესა და გავეცანი, არავის ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გარდა - ასე როგორ ატყუებთ ხალხს?
არქივი