კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლითაც საფუძვლიანად გაიგებს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 04 მაისი 2023, 11:25
როგორც ჩანს, გახარიას პარტიის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. 

გვიდიანი აღნიშნავს, რომ კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაბამისად, საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს.



“გახარიას გუნდი რომ "ნაცმოძრაობის" ფილიალია, ეს ახალი არ არის. მათი თანამშრომლობა არაერთგზის დადასტურდა სხვადასხვა საკრებულოებში კოალიციის შექმნით და ეს ყველას კარგად გვახსოვს. 
როგორც ჩანს, ახლა გახარიას პარტიის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება. 
კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლითაც საფუძვლიანად გაიგებს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს. 
ეს ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი და ყველასთვის ყველაფერი მარტივად მისახვედრია. ქოლცენტრების საქმეს იძიებენ საქართველოს და გერმანიის პროკურატურები. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ შექმნილი კომისია უფრო კომპეტენტური იყოს, ვიდრე ქართულ-გერმანული პროკურატურების გამოძიება. ასე რომ, ამ საცირკო პერფორმანსს არანაირი აზრი არ აქვს.”- წერს ანდრია გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
არქივი