დავით ქართველიშვილი: დავაკვირდეთ 15 მაისის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ბატალიებს - ქურქუმალის ლოგიკით, პირველივე პირდაპირი ფრენით მიღწეული "ყველა ეკონომიკურ-ფინანსური პირობების" ხორცშესხმით, პუტინი დაიწყებს ზელენსკის განადგურებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 14 მაისი 2023, 16:14
"პუტინი შემაყვანინეთ ოლიგო-ფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად "შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს" სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით "მოსკოვი-ერევანი-თბილისი"-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა", - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის საწარმოებლად და საქართველოს ოკუპაციისთვის პუტინს ყველა პირობას უქმნის. 


ქართველიშვილის თქმით, როდესაც მოზაიციზმით დაავადებული "პროფესორები" ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლებსა და გმირებს - "დეგენერატებს" და "იდიოტებს" უწოდებენ, საინტერესოა მათი  შთამომავლები, ლევან ხაბეიშვილს რა ეპითეტებს შემოუნახავენ. 


"მე არ ვიცი, გვაქვს თუ არა ცალკე მოქმედი "ანტროპოლოგიის" მუზეუმი, მაგრამ ქურქუმალის თავის ქალაზე მაძიებლობას უკვე დღეიდან დავიწყებდი. ბოლო-ბოლო ზეზვასა და მზიას გვერდით მივუჩენდი ამ საპატიო საექსპონატო ადგილს. რა თქმა უნდა, ასი წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი უღიმღამოდ გატარებული სიცოცხლის დასრულების შემდეგ. მრავალჟამიერ, ქურქუმალ!

როდესაც მოზაიციზმით დაავადებული "პროფესორები" ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლეებსა და გმირებს - "დეგენერატებს" და "იდიოტებს" უწოდებენ, საინტერესოა მათი "სახელოვანი" დებილი "მეცნიერი" შთამომავლები, ქურქუმალს რა ეპითეტებს შემოუნახავენ. თუმცა, ერთი რამ მახარებს - მე ამ "საექსპერტო" დასკვნების დროს უკვე სხვა განზომილებაში ვიქნები.

მანამდე კი, ნება მიბოძეთ და პუტინი შემაყვანინეთ ოლიგო-ფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად "შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს" სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით "მოსკოვი-ერევანი-თბილისი"-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა. ალბათ ფაშინიანის მიმართ შიშისა და უნდობლობის გამო.

დავაკვირდეთ 15 მაისის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ბატალიებს - ქურქუმალის ლოგიკით, პირველივე პირდაპირი ფრენით მიღწეული "ყველა ეკონომიკურ-ფინანსური პირობების" ხორცშესხმით, პუტინი დაიწყებს ზელენსკის განადგურებას. მართალია, თვით ზელენსკი ქურქუმალს ამაში არ ეთანხმება, მაგრამ მას რა ესმის. მის თავის ქალას - ქურქუმალისაგან განსხვავებით, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის პერსპექტივა ნამდვილად არ ემუქრება", - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო ორ დაჯგუფებას შორის რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და “ნაცებთან” მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა", მეორე მხარეს - მისი ძველი საძმო
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ფილმი "იარე ლიზა", რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები
ზურაბ ქადაგიძე: უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია
ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი ეძგვერაძეზე - ნაცი „ჭყიპინა“ ადრე ქუჩის ბიჭი იყო, კაცს ესროლა და დაიჭირეს, სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა, თითქოს კიბო ჰქონდა და ციხიდან გამოუშვეს, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო - აი, ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში
დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით და არაფერს ითხოვს
არქივი