ნიკა გვარამია - ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა სტრასბურგში გავაგრძელო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 16 მაისი 2023, 17:41

ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ციხეში ყოფნით მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაძლიერდა.

„დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ეს „სიმყუდროვე“ ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი...

რა თქმა უნდა, ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.

დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს - ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ. წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას!

ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით, ასე აჯობებს”, - წერს გვარამია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი