„ნაცმოძრაობის“ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც ჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 19 მაისი 2023, 14:04

შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე „ნაცმოძრაობის“ რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად საყურადღებოა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემაც. ასე რომ არ იყოს, არც ნახევარი მილიარდამდე ლარი გამოიყოფოდა ბიუჯეტიდან თითოეულ ასეთი ბავშვისათვის 200 ლარის ყოველთვიური დახმარებისათვის, გარდა იმ სოციალური დახმარებისა რასაც მისი ოჯახი იღებს და სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა. ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება. დაკანონდა აგრეთვე სოც. დახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა. სხვა არაერთი პროგრამაა, საბავშვო ბაღებში უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე ნაცმოძრაობის რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც ჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ“, - წერს ვოლსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი