დავით ქართველიშვილი: იმის მაგივრად, რომ საქართველოს მომავალზე ვზრუნავდეთ, ვერ ვახერხებთ ამ უსამშობლო ლაქიების, ვითარცა ბოცომკალთა შემოტევის მოგერიებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 25 მაისი 2023, 13:25
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში,  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თავის მოსკოველ კოლეგის სახელზე გაგზავნილ წერილს, სადაც წუხილს გამოთქვამს, რომ "სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები ბოლო დროს რატომღაც გაუარესდა".

„საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომი - "სულ სხვა მოცემულობა იყო" - გვარწმუნებენ უსამშობლო მავნებლები. მისტირიან ანწუხელიძის ტრაგედიას და ამავდროულად, ამტკიცებენ, რომ მისი მსხვერპლი - "სულ სხვა" მსხვერპლი იყო. იმ, "სულ სხვა მოცემულობაში", 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯერ კიდევ გადმოგვყავდა ჩვენი დაღუპული "სულ სხვა" გმირების ცხედრები, მათი ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი ლიდერი და ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავისი მოსკოველი კოლეგის სახელზე გაგზავნილ წერილში, წუხილს გამოთქვამს, რომ "სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები ბოლო დროს რატომღაც გაუარესდა".- წერს ქართველიშვილი. 



„ უნდა შევთანხმდეთ - ჩვენს ორ პოლარიზებულ მხარეს შორის ერთ-ერთი სერიოზულად ავადაა. და საჭირო დიაგნოზის დასმას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამედიცინო-ფსიქიატრიული კონსილიუმი. 
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომი - "სულ სხვა მოცემულობა იყო" - გვარწმუნებენ უსამშობლო მავნებლები. მისტირიან ანწუხელიძის ტრაგედიას და ამავდროულად, ამტკიცებენ, რომ მისი მსხვერპლი - "სულ სხვა" მსხვერპლი იყო. შინდისის გმირები, "ისე რა გმირები" იყვნენ მარიუპოლის და ბახმუტის გმირებთან შედარებით.
დღეს გადაავსეს სოციალური ქსელი რომელიღაც რუსული ფოლკლორული ანსამბლის გასტროლების ამსახველი აფიშებით. დაასრულეს რა ლავროვის არარსებულ ნათესავებზე ნადირობა, გამოცხადებულია ახალი რუსული პარანოია, რომელსაც კვლავ ხელისუფლების აუტკივარ თავს აბრალებენ.
იმ, "სულ სხვა მოცემულობაში", 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯერ კიდევ გადმოგვყავდა ჩვენი დაღუპული "სულ სხვა" გმირების ცხედრები, მათი ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი ლიდერი და ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავისი მოსკოველი კოლეგის სახელზე გაგზავნილ წერილში, წუხილს გამოთქვამს, რომ "სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები ბოლო დროს რატომღაც გაუარესდა".
"რატომღაც"! ის ხომ "სულ სხვა მოცემულობა" იყო! და რას ითხოვს ვაშაძე ამხ. ავდეევისაგან? თქვენი საკონცერტო დარბაზების, თეატრების, ღამის კლუბების, ფესტივალების კარები გაგვიღეთო რაც შეიძლება ფართოთ! დავივივიწყოთ ის "პატარა გაუგევრობები'" ჩვენს შორის: საქართველოს ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი, ათობით ათასობით ლტოლვილი! გვაპატიეთო, ვაშაძემ - რომ ჩვენმა ჯარმა დაიწყო ის სასტიკი ომი! გამოვასწიროთ ყველაფერი! Ведь уже целых 100 დღე გავიდა იმ, "სულ სხვა მოცემულობისა" და "გაუგებრობის" შემდეგ!
"ცისფერი მთებისა" არ იყოს - "ის ხომ სულ სხვა ტაში იყო!". ვწერ ამას და უკვე რეალურად ვიღლები, რომ ყოველ ჯერზე მიწევს ამ განქართველებული და განსულიერებული არსებების მორიგი გამოხტომების მოგერიება. იმის მაგივრად, რომ საქართველოს მომავალზე ვზრუნავდეთ, ვერ ვახერხებთ ამ უსამშობლო ლაქიების, ვითარცა ბოცომკალთა შემოტევის - მოგერიებას. უფრო სწორედ, კი ვახერხებთ, უბრალოდ უსაშველოდ ვიღლებით და ვიცლებით ამ საზიზღობასთან ყოველი შეხებისას...“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი