დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 27 მაისი 2023, 19:58
კრემლმაც ასევე მოახდინა თავისი გზავნილების გაჟღერება: ის „კონსტრუქციულია“, მზადაა მოლაპარაკებებისათვის და უგზავნის თავისი კონტროლისა და ზეგავლენის ქვეშ მყოფ დასავლურ პოლიტიკურ ძალებს კონფლიქტის მოგვარების „საგზაო რუკას“ - მათი მხრიდან საკუთარ მთავრობებზე საჭირო ზეწოლის განხორციელების მიზნით“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სადაც ის ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის  ლი ჰუეის   უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვიზიტს  ეხმაურება.



როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლი ჰუეის ევროპული ტურნე იმის მანიშნებელია რომ პეკინი ცდილობს მედიატორის ფუქნცია  შეასრულოს რუსეთ - უკრაიანის ომში. 



„ამასობაში ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუეიმ დაასრულა თავისი ვიზიტი უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში,   იმის დასტურად, რომ სი ძინპინი აქტიურად შეუდგა თავის საშუამავლო მისიის შესრულებას უკრაინის ომის მშვიდობით ჩანაცვლების კუთხით.

 უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ლი ჰუეი ეწვია ვარშავას, ბერლინს, პარიზსა და ბრიუსელს, სადაც პეკინის ძირითად პოზიციად გაახმოვანა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და რუსეთის მიერ ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნება.

 ევროპული ტურნეს შემდეგ, ლი ჰუენი 26 მაისს ჩაფრინდა მოსკოვში, სადაც შეხვედრა ჰქონდა სერგეი ლავროვთან,  რომელსაც მოახსენა ევროკავშირის ძირითადი მოთამაშეების პოზიცია. კერძოდ, ის, რომ კონფლიქტის შეჩერების მსგავსი კონფიგურაცია მიუღებელია კიევისთვის. ასევე, ევროპის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ აღნიშნულ პერსპექტივებთან მიმართებით.
ლი ჰუენთან შეხვედრის შემდეგ, ლავროვის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია: ცეცხლის შეწყვეტა, დასავლეთის მიერ კიევისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერება და რუსეთის მიერ ამ ეტაპისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის დაწესების უფლების საერთაშორისო აღიარება. ასევე, უკრაინის ნეიტრალური, "უბლოკო" სტატუსი, უარის თქმა NATO/EU ინტეგრაციაზე, რუსული ენისთვის - სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.

 ლი ჰუეის მისია ამ ეტაპზე დასრულებულია. მისი მოკლე შედეგი - კონსენსუსის მიღწევა მოსკოვის მიერ გაჟღერებული მოსალაპარაკებელი  პირობების ირგვლივ დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან, შეუძლებელია,
 თუმცა, მთლად უშედეგოდ ამ მისიას არ ჩაუვლია. 

პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - უკეთესი" მომავლის მოლოდინშია.

კრემლმაც ასევე მოახდინა თავისი გზავნილების გაჟღერება: ის „კონსტრუქციულია“,  მზადაა მოლაპარაკებებისათვის და  უგზავნის თავისი კონტროლისა და ზეგავლენის ქვეშ მყოფ დასავლურ პოლიტიკურ ძალებს კონფლიქტის მოგვარების „საგზაო რუკას“ - მათი მხრიდან საკუთარ მთავრობებზე საჭირო ზეწოლის განხორციელების მიზნით.

რაც შეეხება დასავლეთის უახლოეს გეგმებს, მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადება საზაფხულო კონტრშეტევისათვის.

  აშშ-ს და ბრიტანეთში ამ კუთხით მზადდება (თუ უკვე არაა მომზადებული) კონტრშეტევის გეგმა. პენტაგონის ხედვები ამ კუთხით უფრო თამამია და მესამე მსოფლიო ომის შესაძლო პროვოცირებასთან უფრო ახლოა.
ბრიტანული გეგმა უფრო თავშეკავებულია და შესაძლო „წითელი ხაზების“ ფატალური გადაკვეთისაგან შორსაა.

 ამ მხრივ, ამ ორ მიდგომას შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება. თუ ვისი პოზიცია გაიმარჯვებს, ამას უახლოეს პერიოდში შევიტყობთ. რაც შეეხება ჩინეთის საშუამდგომლო როლის განახლებას, ეს უკრაინული კონტრშეტევის შედეგებით იქნება განპირობებული“..., - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
არქივი