სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 31 მაისი 2023, 20:09
„სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აცდენილია ქართულ რეალობას, ეს დამოკიდებულება კი პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ მიუღებელია.

„ცოტა არაადეკვატურად ჩანს ჩვენი პრეზიდენტის ბავშვური დამოკიდებულება და „ფეხების ბაკუნი“. თითქოს ცდილობს, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ზე პოლიტიკოსია, რომელიც ყველა პოლიტიკოსზე მაღლა დგას და დამოუკიდებელი ფიგურაა. დღეს ისე ჩანდა, რომ თითქოს თავი დაიცვა, იჩივლა, ცალი ხელით კი დაემუქრა ხელისუფლებას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმას გავაკეთებო. სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ ასეთ არაადეკვატურ დამოკიდებულებას. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია.“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი