ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 01 ივნისი 2023, 11:54

ადამიანი როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში, ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც სხვას კადრებს! - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს.

„ადამიანი, როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც, სხვას კადრებს! ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობა არაა, ეს არის სახე სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, გამწარებული და დაბოღმილი კი ამბობს იმას, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად სცილდება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გინდაც ყოფილი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის, გინდაც მოქმედისა და გნებავთ მომავალში კვლავ პოლიტიკაში დაბრუნების მოსურნეს აზროვნებას. სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები თავდაცვა, უშიშროება და პოლიცია გახლავთ, ის რაზეც დგას ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა-დაუშვათ ერთან თუნდაც ათ პოლიციელზე პირადად ხარ გაბრაზებული, მაგრამ ყველა პოლიციელს, რომ შეურაცხყოფას აყენებ და ძაღლებს უწოდებ, ამის მიზეზი კი ბოღმა და პოლიტიკური ხელმოცარულობაა, თვითონ ხდები შეურაცხყოფილიც და შეურაცხადიც!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი