თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება - ნული, ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება - ნული. დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 03 ივნისი 2023, 13:28
„პოლიტიკაში თქვენი შეფასება - ნული;
ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება - ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება - ნული;
ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება - ნული;
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. 

„ეკა კვესიტაძე, სანაია, მაქარაშვილო, ბედავთ და ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ეჯიბრებით?!

ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

ირაკლი კობახიძეს გერმანიაში დიუსელდორფის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფლობს სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. Iur.) აკადემიური ხარისხებს.

ორივეს ცალ-ცალკე თქვენი წონა წიგნი აქვს წაკითხული, თქვენი, ყველას ერთად, აღებულ წონაზე დიდი წონა, გავლენა და პატივისცემა აქვთ საერთაშორისო მასშტაბით, მათი ადგილი უკვე  განსაზღვრულია საქართველოს ისტორიაში, თქვენ კი სოროს ვირთხები ხართ და ამადვე რჩებით, წლებია თქვენთან არანაირი პროგრესი...

მაქარაშვილო, კვესიტაძე, სანაია, მოგიწოდებთ, დადოთ თქვენი CV - რეზიუმე და შევადაროთ, სინამდვილეში ვინ ვინ არის - ეს თქვენივე წამოწყებულ გამოწვევად მიიღეთ!

ადამიანობაში თქვენი შეფასება - ნული;
პროფესიაში თქვენი შეფასება - ნული;
პოლიტიკაში თქვენი შეფასება - ნული;
ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება - ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება - ნული;
ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება -ნული.
 
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი