დავით ქართველიშვილი: „როდესაც კეზერაშვილის დანაშაულებებს ემატება BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რაღაც სანქცია მასაც მიუსადაგონ, თუკი სრულიად უდანაშაულო ბიძინა ივანიშვილს, თვეების განმავლობაში უზღუდავენ წვდომას საკუთარ სახსრებთან?!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 05 ივნისი 2023, 18:15
„როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს და დანაშაულისთვის გამოტანილია სასჯელი, ამას კი ემატება BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რაღაც სანქცია მიუსადაგონ კეზერაშვილსაც, თუკი სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, თვეების განმავლობაში უზღუდავენ წვდომას საკუთარ სახსრებთან მიუხედავად არაერთი მოგებული სასამართლო პროცესისა?! ისეთი სანქციები უნდა მოიფიქრონ, რომ შეზღუდონ კეზერაშვილის წვდომა მის საეჭვო ხასიათის თანხებთან, საიდანაც ზოგი ბიუჯეტის, ზოგი საერთაშორისო დონორების, ზოგიც - ევროპელი პენსიონერების ძარცვიდან აქვს მიღებული,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა. 

 მისი თქმით, თუკი უდანაშაულო ადამიანებს უწესებენ სანქციებს და უზღუდავენ საკუთარ ქონებაზე წვდომას, მაშინ მრავალ დანაშაულში მხილებული კეზერაშვილისთვისაც უნდა გამოიძებნოს რაიმე სახის სანქცია. 

 „BBC-ის გამოძიებამდე, მოდი, გავიხსენოთ გამამტყუნებელი სასჯელი, რომელიც უკვე შეფარდებული აქვს კეზერაშვილს იმ ერთ ეპიზოდში, რომელიც ეხება თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთი სწავლებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიანად ოფშორულ ზონაში გადასროლის ფაქტს. მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმ 6, თუ 10 მილიონიდან, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო ეს განუხორციელებელი სამხედრო სწავლებები, რამდენი იყო საბიუჯეტო სახსრები და რამდენი - ჩვენი საერთაშორისო დონორების მიერ წვრთნისა თუ აღჭურვის პროგრამით ჩარიცხული თანხა, რომელიც ასევე გაქრა პოლიგონიდან და აღმოჩნდა კეზერაშვილის ერთ-ერთ ოფშორულ ანგარიშზე. 

 როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს და დანაშაულისთვის გამოტანილია სასჯელი, ამას კი ემატება BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რაღაც სანქცია მიუსადაგონ კეზერაშვილსაც, თუკი სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, თვეების განმავლობაში უზღუდავენ წვდომას საკუთარ სახსრებთან მიუხედავად არაერთი მოგებული სასამართლო პროცესისა?! ისეთი სანქციები უნდა მოიფიქრონ, რომ შეზღუდონ კეზერაშვილის წვდომა მის საეჭვო ხასიათის თანხებთან, საიდანაც ზოგი ბიუჯეტის, ზოგი საერთაშორისო დონორების, ზოგიც - ევროპელი პენსიონერების ძარცვიდან აქვს მიღებული. 

ახლა კი ერთ-ერთი ამერიკული ლობისტური კომპანიის მეშვეობით ამ ფულის გათეთრება მიმდინარეობს. რომელ ორმაგ სტანდარტზე შეიძლება, ჩვენ, ქვეყანამ, სადაც „დემოკრატიის უკუსვლაა“, სადაც „დახარვეზებული“ დემოკრატია გვაქვს, თურმე, ვესაუბროთ ქვეყანას, რომლის წარმომადგენლებიც მთელს მსოფლიოს ტრენინგებს უტარებენ იმის შესახებ, თუ რა არის სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება. მრცხვენია, ახლა ამას რომ ვახსენებ ქვეყანას, რომელშიც ზუსტად „რუსული კანონის“ მეშვეობით გახდა ცნობილი ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილი უამრავი თანხა, რომელიც გიული ალასანიამ გადაუხადა კომპანია „აკერმანს“. 

ახლა კი გვაქვს უკვე მეორე შემთხვევა, სადაც პირველ ეტაპზე ჩანს ნახევარი მილიონი, მაგრამ თუკი ფულის გათეთრების სქემასთან გვაქვს საქმე, ეს თანხა თანდათანობით გაიზრდება. აბსოლუტურად უდანაშაულო მოსამართლეებს სანქციებს უწესებენ, აბსოლუტურად უდანაშაულო ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თანხებთან წვდომას უზღუდავენ. ამ ადამიანის მიმართ კი უკვე გამოტანილია განაჩენი, რომ უნდა იყოს ციხეში, ავტორიტეტული BBC-ის ფურცლებიდან ვიგებთ იმის შესახებ, თუ რა სქემით მიმდინარეობს ევროპაში პენსიონერების ძარცვა. 

მეტი რა უნდათ?! ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე აღარ არის ჩვენი სირცხვილი. კეზერაშვილი უკვე გასცდა საქართველოს სირცხვილს, ეს უკვე საერთაშორისო - ევროპელების, ამერიკელების სირცხვილია. რამდენად და რა ხანგრძლივობით აიტანენ ამ სირცხვილს, ჩვენ ამას ვიხილავთ მომავალში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი