გია გაბრიჭიძე ზატულინის განცხადებაზე: ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას - „საქართველოს სცენარი“, ხელისუფალთა უაზრო ქმედების აგრესიისთვის გამოყენებას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 06 ივნისი 2023, 16:03

ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას. ეს სტანდარტი ფაქტობრივად არ იცვლება და მთავარი დატვირთვა გადადის ძირითადად მოწინააღმდეგის დადანაშაულებაში მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედების გამო, - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატის, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინის განცხადებასთან დაკავშირებით სწერს.

გაბრიჭიძის თქმით, ზატულინის განცხადება იმის შესახებ, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს", გულისხმობს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს, რომელშიც სააკაშვილის გაუაზრებელმა ქმედებებმა, აგრესორ ქვეყანას საქართველოში შემოჭრის საშუალება მისცა.

„ყველა აგრესორს აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იწყებენ მოქმედებას. ეს სტანდარტი ფაქტობრივად არ იცვლება და მთავარი დატვირთვა გადადის ძირითადად მოწინააღმდეგის დადანაშაულებაში მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედების გამო.

ამ საქმეში ყველაზე გამორჩეული და მრავალმხრივი ფაშისტური გერმანია იყო. ის თავდასხმის მიზეზად აბსოლუტურად ყველა არსებულ საშუალებას იყენებდა.

მაგალითად პოლონეთში იმ მიზეზით შეიჭრა, რომ თითქოს პოლონელი მესაზღვრეები გერმანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს და დახოცეს. სინამდვილეში კი ის დაღუპული ადამიანებიც და თავდამსხმელებიც გერმანულ და პოლონურ სამხედრო ფორმაში გადაცმული პატიმრები იყვნენ. ჩეხოსლოვაკიის ანექსია იქ მცხოვრები გერმანელების დასაცავად მოახდინა, ხოლო ავსტრიამ „თავად სთხოვა“ მიერთება.

დღეს ეს ფაქტები საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ისე, თუ რა მიზეზის გამო მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს.

აქაც უმთავრესი პირველ რიგში დასავლეთის ძლიერი ქვეყნების უნიათობა და შემდეგ თითიდან გამოწოვილი პროვოკაციული საბაბი იყო, რისი განხორციელებისთვის სააკაშვილის გაუაზრებელმა (ან იქნებ წინასწარ გამიზნულმა) ქმედებებმა მისცა საფუძველი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების
დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.

„საქართველოს სცენარი“, რომელიც ხელისუფალთა უაზრო ქმედების აგრესიისთვის გამოყენებას ითვალისწინებს“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
არქივი