დავით ქართველიშვილი: გარდა ერთმანეთში „სუს“-ელების პარანოიდალური ძებნა/გამოაშკარავებისა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირებისა და უკმაყოფილების ძირითადი მიზეზია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გაცემული, შეუსრულებელი დაპირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 07 ივნისი 2023, 12:47

„ამყირავებლების“ აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ძირითად მოთამაშეებს შორის დაპირისპირება, რომლებიცვერ ახერხებენ საკუთარი უთანხმოების დარეგულირებას. განსაკუთრებით მატულობს მათ შორისპარანოიდალური ეჭვები, რომ მათ რიგებში ყოველი მეორე “სუს“-თან თანამშრომლობს”, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი ოპოზიციური სპექტრია, ძირითადი დავალებების შემსრულებელი კი - ნაცმოძრაობაა, რომელზე დაყრდნობითაც ამერიკის საელჩოს პატრონაჟით კონკრეტული ქმედებები ხორციელდება.

„საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი ე.წ. ოპოზიციური სპექტრია. წესით და რიგით, მასუნდა ეკავოს წამყვანი როლი, თუმცა ნებისმიერი „მსახიობი“, რომელსაც „სცენაზე“ მხოლოდ მერკანტილურიმოტივაციაღა დარჩენია, მადლიერი „მაყურებლის“ აპლოდისმენტების იმედი არ უნდა ჰქონდეს. არანაირიპარტიული თუ პროგრამული წინსვლის პირობებში დარჩენილი, ამ ეტაპზეც კურატორების დავალებებისძირითადი შემსრულებელი კვლავ ნაცმოძრაობაა. მასზე დაყრდნობით, ხელისუფლების „აყირავების“ მიზნით აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით:

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციური ბირთვების ჩამოყალიბების თაობაზე, სადაცჩვენთვის კარგად ცნობილი გარე ძალების ზეგავლენით იგრძნობა საერთო პოლიტიკური ფრონტის ფორმირებისსურვილი

„ამყირავებლების“ აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ძირითად მოთამაშეებს შორის დაპირისპირება, რომლებიცვერ ახერხებენ საკუთარი უთანხმოების დარეგულირებას. განსაკუთრებით მატულობს მათ შორისპარანოიდალური ეჭვები, რომ მათ რიგებში ყოველი მეორე “სუს“-თან თანამშრომლობს - რაც არ არის ჩვენთვისცუდი და ამ ეჭვების გაღვივებას მხოლოდ მივესალმებით

ასეთი გამოშიგნული, უუნარო და უსუსური ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, ამიტომ ამ ეტაპზე გარეძალების ჩართულობის გარეშე, ვითარების “აყირავების“ შიდა ავტონომიური რესურსი მათ არ გააჩნიათ

რა ხდება ამ კუთხით დღესდღეობით ოპოზიციის „ფლაგმანად“ ჯერ კიდევ მიჩნეულ, მაგრამ ჩაძირვისაკენგანწირულ მათ „ტიტანიკ“ ნაცმოძრაობაში: სულ უფრო მატულობს შიდა დაპირისპირების ხარისხი და რაიმეპროგრესი ამ მიმართულებით არ იკვეთება. ეს კარგად დასტურდება კობა ნაყოფიას მიერ სააკაშვილისთვისგაგზავნილი წერილიდანაც, რომლის თანახმადაც პოლარიზაცია დავიდა პარტიულ აქტივის დონეზეც, ხოლოკეზერაშვილზე BBC-ს სიუჟეტმა პარტიას მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. კობა ნაყოფია პრობლემის გადაჭრისშესაძლებლობას ხედავს ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენაში, მისი მოსაზრებით, ახალ სკანდალს პარტია ვეღარგადაიტანს.

გარდა ერთმანეთში „სუს“-ელების პარანოიდალური ძებნა/გამოაშკარავებისა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირებისადა უკმაყოფილების ძირითადი მიზეზია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გაცემული, შეუსრულებელიდაპირება, რომლითაც აქტიურად პედალირებენ მელიას მხარდამჭერები. ასევე, როგორც თავად მიიჩნევენ,კატასტროფულად არასაკმარისი დაფინანსება (რაც კეზერაშვილის ფრთისთვის ხმის მიცემითაც არ გამოსწორდა)და ნიკა მელია, რომელმაც გადაიფიქრა პარტიის დატოვება და ახლის შექმნა - ის სარგებლობს შექმნილივითარებით, რა დროსაც სხვადასხვა ეთერებიდან ცდილობს მიიტანოს “შეტევა“ ხაბეიშვილის ფლანგზე.

მაგრამ, სააკაშვილიც „იქეთ იყოს“, ნაცელიტის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მაინც ფულია, უფრო სწორედ,მისი არასაკმარისი რაოდენობა, რომელსაც დავით კეზერაშვილი არ ხარჯავს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც გასცასაამისოდ წინასაარჩევნო პირობა (მათ შორის უკრაინაშიც). შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას ცდილობს ვანო მერაბიშვილი, აღნიშნულისთვის მან მიმართვა გააკეთაუკრაინაში დავით არახამიასთან.

დადასტურებული ინფორმაციით, სექტემბერში უკრაინის გავლით ქვეყანაში იგეგმება 200 მილიონი ა.შ.შ.დოლარის შემოტანა, რომელიც მოხმარდება მთლიანად ოპოზიციური სექტორის დაფინანსებას (საქმეში ჩართულიიქნებიან დავით კეზერაშვილი და მიხეილ ხოდორკოვსკი). შესაძლოა თანხები შემოვიდეს სხვადასხვა ფონდებისან ხოდორკოვსკის განკარგულებაში არსებული კომპანიების მეშვეობით. მერაბიშვილის განცხადებით, შემოსულიფული მოხმარდება ყველას, როგორც მცირე ისე დიდ “აქტორებს“. იმედია, „რუსული“ მაკონტროლირებელიკანონის არარსებობის პირობებში თანხების გადანაწილება უფრო თამამად და „მხიარულად“ წარიმართება.

ასევე, ადგილზე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავენ ჭყონიების ოჯახის მეშვეობით. მერაბიშვილისგეგმით, პირველ ნომრად საპარლამენტო სიაში ჩასმული უნდა იქნას სოფო ჭყონია, რაც შეიძლება არ იყოს აზრსმოკლებული, რადგან ერთის მხრივ ვანო მერაბიშვილი სწორედ ესე “ალაგებს“ საქმეებს: ფულის მოზიდვისსაუკეთესო საშუალებაა - საარჩევნო სია, მით უმეტეს, რომ თემურ ჭყონია და მისი კომპანია უკვე ღიად გამოირჩევათავისი პოლიტიკური აქტიურობით.

ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას დანამდვილებით - სოფო ჭყონიას ამზადებენ პოლიტიკაში შემოსასვლელად. ესშესაძლოა იყოს როგორც „ე.ნ.მ.“, ისე „ლელო“, რომლის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთანაც, თემურ ჭყონიას გააჩნიასაქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. არანაკლებად „საინტერესოა“ ოპო-ფლანგის დანარჩენი „აქტორების“პერსპექტივების მიმოხილვა, რასაც შემდგომ „სერიებში“ აუცილებლად დავუბრუნდებით“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი