ნინო ფოჩხუა- ნუთუ იმ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა არავინ ფიქრობს ბავშვების და არასრულწლოვნების უფლებების დაცვაზე? ბავშვებს, რომელთა ფსიქიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თავს მოახვიო ლგბტ პროპაგანდა, ამას საზოგადოება ვერასდროს შეეგუება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 07 ივნისი 2023, 15:27
„პოლიცია არ უტარებს დაკითხვას არასრულწლოვანს თუ პედაგოგი და ფსიქოლოგი არ ესწრება, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება და ასეთი სენსიტიური თემის თავსმოხვევა ბავშვებისთვის არ არის უმძიმესი დანაშაული?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა კალიფორნიაში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ტერიტორიაზე ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიება გააპროტესტეს.

როგროც ექსპერტი აღნიშნავს, კიდევ კარგი ისე არ გადაგვარებულა საზოგადოება, რომ ამ უმსგავსოებას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე მშობლები და გააპროტესტეს ეს ამაზრზენი ფაქტი.
„ნუთუ იმ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა არავინ ფიქრობს ბავშვების და არასრულწლოვნების უფლებების დაცვაზე? პოლიცია არ უტარებს დაკითხვას არასრულწლოვანს თუ პედაგოგი და ფსიქოლოგი არ ესწრება, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება და ასეთი სენსიტიური თემის თავსმოხვევა ბავშვებისთვის არ არის უმძიმესი დანაშაული? კიდევ კარგი ჯერ ისე არ გადაგვარებულა საზოგადოება, რომ ამ უმსგავსოებას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. აი, გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე მშობლები და გააპროტესტეს ეს ამაზრზენი ფაქტი. მე არ ვარ არავის პირადი ცხოვრების წინააღმდეგი, ბევრი მეგობარიც მყავს ამ თემიდან, მაგრამ ბავშვებს, რომელთა ფსიქიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თავს მოახვიო ლგბტ პროპაგანდა, ამას საზოგადოება ვერასდროს შეეგუება, კალიფორნიის სკოლის ინციდენტმა ეს დაადასტურა, ყინული დაიძრა.“- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი