თამარ ჩიბურდანიძე: პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 08 ივნისი 2023, 00:41
„ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს“, - ამის შესახებ ისაუბრა, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

 როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, ეს მხოლოდ მისი შეხედულება და პოზიცია არ არის, ის ახმოვანებს და ასრულებს იმ გეგმას, რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში. 

 „ჩვენ პირდაპირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვისგან იღებს დაკვეთებს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფაქტებით და შედეგებით. შედეგი და ფაქტები ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ქვეყნის მართვაში. მუდმივად ცდილობს შექმნას სკანდალური თემები და ფაქტები. ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს. პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო. 

ქართულ ოპოზიციას იმხელა ძალა არ აქვს, ვხედავთ, როგორი ფერმკრთალი და უსახო ოპოზიცია გვყავს. ჩაქრებიან, მერე სადღაც აყვირდებიან, შემდეგ ისევ აღარ ჩანან არენაზე. ვიღაცამ ხომ უნდა გამოაჩინოს? თუ პრეზიდენტმა არ აუბა მხარი ოპოზიციას, ბუნებრივია, ესენი ეგრევე ქრებიან. სალომე ზურაბიშვილი, ატივტივებს ამ ოპოზიციას და ოპოზიციურ კანდიდატებს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ, ანალიტიკოსებს, კითხვებს სწორედ ეგ გვიჩენს. რატომ აკეთებს ამას? ოპოზიციის ხელოვნური სუნთქვა გვესმის. რამდენიმე წელია, მათ ხელოვნურ სუნთქვას უტარებს დასავლეთი, კონკრეტულად - აშშ-ში და ევროპაში მხარდამჭერი პოლიტიკოსები (ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ვერს აშშ-ს ხელისუფლებაში და ვერც ევროპაში). 

მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მთელი ოპოზიცია. ამ რეანიმაციის თუ ხელოვნური სუნთქვის პროცესში აქტიურად არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი. მრჩება შთაბეჭდილება, ალბათ ეს არის დაკვეთა უცხოეთიდან მის მიმართ, რომ გააკეთოს ის რაც მათ სურთ, ანუ რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში, რომ ოპოზიციონერები არ გაქრნენ ხალხის თვალთახედვიდან. 

სადღაც, რაღაცაზე ხომ უნდა იყვირონ. მათი ხმა ძალიან მალე ქრება და ხალხის ყურამდეც არ მიდის, თუ რაღაც სკანდალი არ მოაწყვეს, როგორც რუსთაველზე მოგვიწყვეს მარტის დღეებში, რომელსაც სათავეში თავად აშშ-ს ელჩი ედგა. 

იმ დღეების ლიდერი იყო კელი დეგნანი, რომელმაც არ წააკითხა ხალხს კანონი, ცრუ პროპაგანდით ფაქტობრივად, მთელი რუსთაველი გაგვივსო (სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიც იყვნენ იქ და მერე კი ბოდიშებს იხდიდნენ, როდესაც გაიგეს და გაათვიცნობიერეს, რომ ისინი მოტყუებით გამოიყვანეს რუსთაველზე). თუმცა ფაქტია, რომ იმ დღეებში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ცრუ პროპაგანდით, შეძლეს ხალხის გარეთ გამოყვანა. ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ გონივრული ქმედების შედეგად, მიხვდნენ რეალურ საფრთხეს და დაინახეს, რომ ოპოზიციიდან მახეს უგებდნენ და შედეგად, კანონი გაიწვიეს. ისევ ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები დაინდეს, რომლებიც განწირულები იყვნენ სისხლისღვრისთვის, ამიტომ გამოიწვიეს ჩვენებმა კანონი“, - განაცხადა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ თამარ ჩიბურდანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი