ჯაბა ზარქუა: თუ მოღალატეობრივი აქტია 8 აგვისტოს მიჩნევა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად, მაშინ ვინ აკეთებდა ამას წლების მანძილზე და რატომ??
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 09 აგვისტო 2023, 18:24
ისე, ერთი მოკრძალებული კითხვა მექნება: 
მთელი წლები 8 აგვისტოს რომ ვიხსენებდით ომის დაწყებას, მეხსიერება მღალატობს თუ მართლა ასე იყო კაცო? 08.08.08 არ ტრიალებდა ყველგან ოფიციოზის დონეზე? - წერს ექიმი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ხალხს უნდა აუხსნან იმ პირებმა, ვინც თავდაპირველად ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევდა, რატომ შეცვალეს მიდგომა და ბოლო წლებია, 7 აგვისტოს აღნიშნავენ.


“ისე, ერთი მოკრძალებული კითხვა მექნება: 
მთელი წლები 8 აგვისტოს რომ ვიხსენებდით ომის დაწყებას, მეხსიერება მღალატობს თუ მართლა ასე იყო კაცო? 08.08.08 არ ტრიალებდა ყველგან ოფიციოზის დონეზე? თუ ქვეყნისთვის ეს ცვლილება მნიშვნელოვანია და ახლა 7 აგვისტო უნდა ვთქვათ (მესმის არგუმენტები, კი ბატონო), ოკ, გავიგე! რაც მნიშვნელოვანია და ქვეყანას წაადგება მტერთან ბრძოლაში ეგ უნდა ვთქვათ და არც რიტორიკის შეცვლაა პრობლემა რომ შემთხვევით რუსული პროპაგანდის წისქვილზე არ დავასხათ წყალი, მაგრამ… 
ვინმეს სიტყვას ფასი აქვს ან ჰქონია ამ ქვეყანაში ამის დედა ვატირე? ხო შეიძლება რო ხალხს აგვიხსნას ეს ყველაფერი იმან, ვინც 8 აგვისტო მონიშნა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად და თქვას მკაფიოდ რო მეგობრებო, არ იყო ეგ სწორი, ბოდიში, მივქარე, ამიტომ და ამიტომ 7 აგვისტოა რეალურად ომის დაწყების თარიღი და ახლა 8 აგვისტო რუსული პროპაგანდის ნარატივია მხოლოდ და ქვეყანას აზიანებსო. აბა ასე ვითომც არაფერი რაღაცეების რადიკალური შეცვლით ვიჭრებით მერე რიგითი მოქალაქეები და საერთოდ ვეღარ ვხვდებით რაშია საქმე, ისევ ხალხი ილანძღება თან ბოლოს - რუსო რუსოს ძახილით დასდევენ ერთმანეთს ვიღაცეების დაუფიქრებელი ტექნიკური გაუგებრობის თუ შეგნებული მოღალატეობრივი პოზიციების გამო, ჰოდა მაგ ვიღაცეების ვირეშმაკა დედა ვატირე რო გვამაიმუნებენ წლებია და ისევ ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას ამაზე! 
თუ მოღალატეობრივი აქტია 8 აგვისტოს მიჩნევა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად, მაშინ ვინ აკეთებდა ამას წლების მანძილზე და რატომ??” - წერს ზარქუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი