ირაკლი კობახიძე შოვში ტრაგედიის პირველივე საათებიდან იმყოფება და საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში, ამ დროს, ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში იმყოფება და მათი მხრიდან დაგეშილი ტროლები მოსვენებას არ აძლევენ ხელისუფლების ლიდერებს უბინძურესი თავდასხმებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 14 აგვისტო 2023, 18:34
ირაკლი კობახიძე შოვში დატრიალებული და ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაში იმყოფება და მაშველების გვერდში ყოფნით საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა საკურორტო ზონიდან ცდილობენ, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებას. 

“ირაკლი კობახიძე შოვში დატრიალებული და ბუნებრივი სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაში იმყოფება და მაშველების გვერდში ყოფნით საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში იმყოფება და მათი მხრიდან დაგეშილი ტროლები მოსვენებას არ აძლევენ ხელისუფლების ლიდერებს მათ შესახებ უბინძურესი თავდასხმების სახით.

არ ჩერდება გაუთავებელი თავდასხმა არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ მისი ახლობლების მიმართ. წარსულში ეს ეხებოდა მის მცირეწლოვან შვილებს, მის მამას, ხოლო დედას საკუთარი ღირსების დაცვა ამ მავნებლებისაგან სასამართლო წესით მოუხდა. არ ჩერდება ასევე ნაცსექტანტების უბინძურესი კამპანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრთა წინააღმდეგ. დღეს სამიზნეში ბულინგის ახალი ობიექტი ჰყავთ აყვანილი - ვახტანგ გომელაური. 

სანამ ნაციონალური მოძრაობა არ გაქრება საქართველოს პოლიტიკური ველიდან, როგორც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მავნებელი "პარტია", ჩვენს ხვალინდელ დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა არ ეღირსება. საქართველოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად უფრო მეტი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს, ვიდრე ეს ჰქონდა უკრაინას თუ მოლდოვას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხდების სახით.

არც ბიძინა ივანიშვილს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც ირაკლი კობახიძეს საკუთარი თავის, ქვეყნისა თუ უფლის წინაშე არანაირი თავის მართლება არ ესაჭიროებათ იმ ნაწილში, რომელშიც მათ პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალების ბანდა ადანაშაულებს. მაგრამ საზოგადოებამ ცალსახად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, იქონიოს გამბედაობა და დაგვეხმაროს ამ მავნებლების "თამაშგარე" მდგომარეობაში სამუდამოდ გადასაყვანად.” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი