ბორელმა დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 09 სექტემბერი 2023, 22:16
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისრის ჯოზეფ ბორელის საქართველოში  გაკეთებული განცხადებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციებს კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით. „ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთი მხრივ და მეორე მხრივ პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა და პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას რადიკალური ოპოზიციისა თუ პრეზიდენტისგან კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

ბორელის სახეზე იკითხებოდა, რომ მან დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მან დაინახა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უკან დგას თავისუფლების, ევროპულ ღირებულებათა და ღირსების მოყვარული ერი. მან კარგად შეიგრძნო, რომ არა მხოლოდ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი