„აგენტოკრატიის“ საშიშროებიდან გამომდინარე, ამავე არასამთავრობოებმა რომ ნება იბოძონ და ჯერ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე გააკეთონ განცხადება და ჰკითხონ, საიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს ევროპული ვოიაჟებისათვის თანხები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 10 სექტემბერი 2023, 17:07
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში,  „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი პროკურატურას  გამოძიების ჩატარებას სთხოვენ პრემიერ-მინისტრის ფრენის ხარჯებთან დაკავშირებით.

ქადაგიძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, პირველ რიგში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ვოიაჟის ხარჯებით დაინტერესდნენ.

„კლეპტოკრატიის საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს მელაძის სიუჟეტის გამო და საიდან აქვს კერძო ფრენის ხარჯები პრემიერს უნდა გაირკვესო, ითხოვენ:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;
„საფარი“,
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“;
„ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“.

„აგენტოკრატიის“ საშიშროებიდან გამომდინარე, ამავე არასამთავრობოებმა რომ ნება იბოძონ და ჯერ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე გააკეთონ განცხადება და ჰკითხონ, საიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს ევროპული ვოიაჟებისათვის თანხები?

მოჩვენებითი სამართლიანობისთვის, თორემ რა უსამშობლო ნაძირლებიც ხართ ყველამ ვიცით და „დიდი ძმის“ მითითების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამთ!“, - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი