გია აბაშიძე აშშ-ის შესახებ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნაზე: სხვებს ასწავლიან უფლებადამცველობას და ამ დროს სახელმწიფოში კოლოსალური სისტემური ჩავარდნები აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 12 სექტემბერი 2023, 13:38

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები გამოავლინა, რაც გულისხმობს ქვეყანაში არსებულ „სისტემურ რასიზმს” , რასობრივ დისკრიმინაციას სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობას, უკანონო თვალთვალს, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კატასტროფაა! სხვებს ასწავლიან უფლებადამცველობას და ამ დროს სახელმწიფოში კოლოსალური სისტემური ჩავარდნები აქვთ.

„ქვეყანაში არსებობს სისტემური რასიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობა, უკანონო თვალთვალი, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.

გამოიცნობთ თუ რომელ ქვეყანაზე წერს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი? ამერიკის შეერთებულ შტატებზე! კატასტროფაა! სხვებს ასწავლიან უფლებადამცველობას და ამ დროს სახელმწიფოში კოლოსალური სისტემური ჩავარდნები აქვთ. ფარისევლობის მასშტაბშიც კი არ ჯდება“. - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი