გია აბაშიძე სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 14 მილიონ ლარზე: ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო ხელშეკრულებებით ასპონსორებდა Georgian Airways-ს ბორტით მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 13 სექტემბერი 2023, 13:25

პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ!, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways - ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.

აბაშიძის განცხადებით, სააკაშვილი, კეზერაშვილი, უგულავა და სხვა რადიკალები, რომლებმაც თავის დროზე გადასახადის გადამხდელთა თანხები მიითვისეს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ამუნათებდნენ.

„პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ! ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო ხელშეკრულებებით [24 +14 მილიონი ლარი], ასპონსორებდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებსაც Georgian Airways-ს ბორტით.

ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, წელიწადში დაახლოებით 60-ზე ზევით, 100 რეისამდე ხორციელდებოდა ნაცსექტის ბელადისთვის. უმეტესი მათგანი წარმოადგენდა კერძო ფრენებს და ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, ლაჩარ ყოფილ მთავარსარდალს 60 ფრენამდე აქვს შესრულებული, სხვა წლებში - 90-100.

გადასახადის გადამხდელთა სახსრების მიმტაცებლებს - სააკაშვილს, კეზერაშვილს, უგულავასა და სხვა ნაცავაზაკებს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეთ, უზნეოდ არ დაამუნათებდნენ პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც არასწორად ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი