ჩარკვიანი პრეზიდენტზე: სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გჯერათ ?! მაშინ თქვენს მიმართ წარდგენილი ბრალდებისაც უნდა გჯეროდეთ, რომ თითქოს კონსტიტუცია დაარღვიეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 13 სექტემბერი 2023, 19:11

სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გჯერათ ?! მაშინ თქვენს მიმართ წარდგენილი ბრალდებისაც უნდა გჯეროდეთ, რომ თითქოს კონსტიტუცია დაარღვიეთ, -  ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა თუ რაიმე მართლა შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაა!!!!!!! სხვა არაფერი -სრულიად არაფერი. 
კი ბატონო, მე რა თქმა უნდა არ მივემხრობი პრეზიდენტის ანუ თქვენს იმპიჩმენტს და დავიცავ პრეზიდენტის ინსტიტუტს …. და თქვენ???? თქვენ რას აკეთებთ ქ.ნო სალომე , თქვენ რატომ არ იცავთ და აძლევთ უფლებას ასე გააწვალონ  და  დაუძლურებული  მოკლან მესამე პრეზიდენტი???
თუ “ამათი” -ამ ხელისუფლების -“მურუსიძის” სასამართლოს და პროკურატურის მიერ სააკაშვილის მიმართ  წაყენებული  ბრალდებების გჯერათ ?! მაშინ , ამ ხელისუფლების მიერ თქვენს მიმართ წარდგენილი ბრალდებისაც  უნდა გჯეროდეთ, რომ თითქოს კონსტიტუცია დაარღვიეთ!!
 ე.წ.” პიჯაკების”  გამო პასუხს თხოვენ სააკაშვილს და პრემიერის  კორუფციულ სკანდალურ “ჩარტერულ” რეისზე რატომ დუმხართ და ხმას არ იღებთ?! 
ჰოდა , უფრო სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ ( თუ ამის უფლებას არ გაძლევენ?) და თავად პატივი ეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს -მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს! პატივი ეცით ხალხს და არ დაუშვათ ქვეყნის შეურაცხყოფა  პუტინის საამებლად მესამე პრეზიდენტის დასჯით, ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება , პატივი ეცით საკუთარ თავს  , რომ  ჩვენ პატივი გცეთ  თქვენ -პატივი ვცეთ ამ ინსტიტუტს!
ჩვენ კი დაგიცავთ  ,იმპიჩმენტს გავაპროტესტებთ  არ მივემხრობით  ცხადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  თქვენ  პატივს გცემთ!
მხდალ  და  ცრუ მოთამაშედ ნუ დაიტოვებთ თავს!“-  წერს თამარ ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი