სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 21 აპრილი 2026, 11:26

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.

ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.

მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი