ინფლაცია მომავალ წელს დასტაბილურდება-გიორგი ცუცქირიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
861 06 ნოემბერი 2019, 18:12

ყველა პროგნოზით, ინფლაცია, რომელიც დღეს 7 %-ზეა , მომავალ წელს დასტაბილურდება, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ან მის ახლოს იქნება, დაახლოებით 3 %-ის ფარგლებში , – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა. 

ცუცქირიძე წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არა მარტო ოქტომბერშია გაზრდილი, სექტემბერშიც გაზრდილი იყო. ზოგადად გაზრდილი იყო, როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ასევე სამრეწველო ფასებისაც. ხშირად არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, ინფლაციის გამომწვევი რა ძირითადი მიზეზები შეიძლებოდა ყოფილიყო.
პირველი უნდა აღვნიშნო, როცა სასურსათო კალათას და ფასებს ვეხებთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი იმპორტდამოკიდებული ეკონომიკა, მათ შორის სასურსათო პროდუქციის იმპორტის თვალსაზრისით. ბუნებრივია, სავალუტო კურსი აისახება ფასების ზრდაზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციის იმპორტი თურქეთიდან. თურქეთი ჩვენი წამყვანი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანაა, განსაკუთრბით იმპორტის თვალსაზრისით. თურქეთში ბოლო ორი წელია არის ძალიან მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, 9%. ბუნებრივია, ინფლაციის იმპორტი საქართველოშიც ხორციელდება. ეს ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებლია, რაც ფასებს აძვირებს: კურსი და ინფლაციის იმპორტი.
კურსის ზეგავლენა მაღალია ინფლაციაზე ორი რამის გამო: ლარის გაუფასურება ბოლო წლებში მხოლოდ შიდა ფაქტორებით განპირობებული არ ყოფილა , ეს გამოწვეული იყო გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებით. მეორე ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე მოქმედებდა, ასევე დამოკიდებულია გარკვეულწილად თურქეთზე. თურქეთში ეკონომიკური ვარდნაა. მესამე ფაქტორია 20-21 ივნისის შემდეგ ლარის გაუფასურების ტრენდი. ეს დამოკიდებული იყო ნეგატიურ მოლოდინებზე. არის მოსაზრება, რომ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა ბაზარზე, რომ ლარის გაუფასურება შეენელებინა. ეროვნულ ბანკს რომ დროზე ადრე აეწია მონეტარული განაკვეთი, ეკონომიკური ზრდა უნდა შეენელებინა, ანუ სავალუტო კურსის გაუფასურება გაეცვალა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც წმინდა მონეტარული თვალსაზრისით, შეიძლებოდა სწორი არც ყოფილიყო.
ასევე არის ახალი კრიტიკა და გარკვეული ტენდენცია იქმნება, რომ, თურმე ლარიზაციის ბრალია კურსის გაუფასურება, რაც არასწორია. სწორედ მაღალი დოლარიზაცია იყო გასულ წლებში, 2014-2015 წლებში, ყველაზე მაღალი რყევების მაპროვოცირებელი გარე შოკების ზეგავლენა ეკომონიკაზე. ლარიზაცია იყო არა მთავრობის აჩემება, არამედ სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, ფართო დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში. ყველა პროგნოზით, ინფლაცია, რომელიც დღეს 7 %-ზეა, მომავალ წელს დასტაბილურდება, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ან მის ახლოს იქნება, დაახლოებით 3 %-ის ფარგლებში“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.​შეგახსენებთ რომ, საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9%-მდე გაიზარდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი