შოთა გულბანი: გუშინ ცრუ მიშამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
846 13 ნოემბერი 2019, 17:58

მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, ხოლო ის რაც მიშა სააკაშვილმა თქვა, მე მიმაჩნია, რომ არ არის სწორად გადმოცემული ინფორმაცია და საზოგადოება შეცდომაში შეყავს,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.
 მისი თქმით, ტყუილია იმის თქმა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა და საზომად დოლარში დათვლილი ეკონომიკის მოყვანა, როცა ლარის კურსი 1,65 იყო და ვადარებთ 2018 წელს 2,53-ზე დათვლილ ეკონომიკას. ,,გუშინ ცრუ მიშამ ასეთი რამ თქვა სატელევიზიო ეთერში, რომელსაც ბევრი ადამიანი უყურებდა - ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი(მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 4200 დოლარი გავხადე და ბიძინა ივანიშვილის თითქმის 8 წლიანი მმართველობის შედეგად მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის ისევ 4000 დოლარიო.მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, ხოლო ის რაც მიშა სააკაშვილმა თქვა, მე მიმაჩნია, რომ არ არის სწორად გადმოცემული ინფორმაცია და საზოგადოება შეცდომაში შეყავს. აგერ რეალური მონაცემები: ჯერ ერთი არა 4 ათასი დოლარი, არამედ 4345 დოლარი, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ლარში გაზრდილია, მაგრამ იმის გამო, რომ ლარი დოლართან მიმართებით მნშვნელოვნად დაეცა, დოლარში გამოხატული მშპ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და სწორედ ამით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,- წერს შოთა გულბანი. ექსპერტი წლების მიხედვით მონაცემებს აქვეყნებს ,,ლარში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე 57%-ით არის გაზრდილი 2012-2018 წლებში. 2012 წელს იყო 7 000 ლარი, 2018 წელს არის 11 000 ლარი.საერთოდ რატომ ვითვლით დოლარში ეკონომიკას? ყველა ქვეყანა თავის მთლიან შიდა პროდუქტს საკუთარ ეროვნულ ვალუტაში ანგარიშობს. მაგრამ თუ მაინცდამაინც დოლარში გვინდა გავზომოთ ეკონომიკა, მაშინ უფრო სწორია თუ ვნახავთ მთლიან შიდა პროდუქტს PPP-ის, ანუ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, რაც ასევე გაზრდილია. თუ 2012 წელს მშპ PPP-ის მიხედვით იყო 8084$, 2018 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს 10151$-ს, ანუ აქაც გავიზარდეთ.შესაბამისად ტყუილია, როდესაც ვამბობთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა და საზომად მოგვყავს დოლარში დათვლილი ეკონომიკა როცა ლარის კურსი 1,65 იყო და ვადარებთ 2018 წელს 2,53-ზე დათვლილ ეკონომიკას“,- აცხადებს შოთა გულბანი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი