ლარში სესხების გაცემაზე არსებული 200-ათასიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს-არჩილ თალაკვაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
463 13 ნოემბერი 2019, 18:46

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ლიმიტის შემცირებას ითხობს, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია რომ სესხები  100 ათასამდე უნდა შემცირდეს, ამ წინადადებით თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელმაც პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკა, რომელიც დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე და მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში იყოს სავალდებულო წესი სესხების გაცემაზე ეროვნულ ვალუტაში. ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლარში სესხების გაცემის ლიმიტი თავდაპირველად 100 ათასი იყო, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე  გაიზარდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ახატანის წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განიხილება, როგორც პროექტის გაგრძელება ENKA Renewables-ის მიერ, ასევე მათი პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით
ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა
"თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ"
საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე
არქივი