არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ლარის კურსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
867 19 ნოემბერი 2019, 16:07
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე ლარის კურსის მდგომარეობასა და ეკონომიკურ ვითარებას აანალიზებს. მისი განმარტებით, პოლიტიკური პროცესები ლარის კურსზე ყოველთვის მოქმედებდა და ახლაც იმოქმედებს:

არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი. მასში, როგორც ნერვთა დაბოლოებაში, თავს იყრის ყველა ის ქმედება და მოლოდინები, რაც საზოგადოებაში ღიად თუ ლატენტურად მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქმნის უარყოფით მოლოდინებს და ამ გზით ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე.

სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება და თითოეულმა პასუხისმგებლიანმა, ნებისმიერი პოზიციისა და სტატუსის მქონე პოლიტიკოსმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

-მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მოქმედება კურსის სტაბილიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა და მოცემულობაა. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური მოლოდინების გაჩენამდე, გარკვეულ პერიოდში კურსი დასტაბილურდა და გამყარებაც დაიწყო. სიმშვიდე, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო აუცილებელი პირობაა ლარის მდგრადობისა და გამყარებისათვის. შესაბამისად,
დღესაც არსებობს ყველანაირი საფუძველი ლარის კურსი გამყარებისათვის
შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით.

მრავლისმეტყველია, რომ დღეს უკვე, როცა სტაბილურობის კალაპოტს დაუბრუნდა ქვეყანაში ვითარება, ლარის კომერციული კურსი გამყარებისკენ წავიდა.

ქართული ანდაზა ამბობს, "შეძახილმა ხე გაახმოო" და საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური კლიმატი და დემარშები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს და იმავდროულად, სენსიტიური ინდიკატორის - ქართული ლარის კურსსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი