ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს გამოგზავნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
852 20 ნოემბერი 2019, 18:18

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა, მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი, აგრეთვე შერეული ქართულ-თურქული ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის იმ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ლიდერებს შორის შედგა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა დღეს არსებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აღარ პასუხობს იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და თურქეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის მოცულობას გაზრდის.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ოქმის შიდა პროცედურების დასრულება თურქეთის მხრიდან დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტი შეეხება საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე თურქეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს მოავლენს. საუბარია ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე თურქეთში.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაში და კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი