დავით დუნდუა: საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
999 01 დეკემბერი 2020, 13:18
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა. 

მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული ხელშეკრულებებით, საქართველოს აქვს საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებული წვდომა ჯამში 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან, მათ შორის ევროკავშირთან და ჩინეთთან. 

დავით დუნდუა აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროგნოზირებადი პოლიტიკა და საინვესტიციო გარემო უზრუნველყოფილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. 

 ,,საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ახალგაზრდა, კვალიფიციურ და იაფ მუშახელს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, მარტივი და სერვისზე ორიენტირებული პროცედურებით. ანტიკორიფციული კანონმდებლობით, კანონის ეფექტური აღსრულებით და ელექტრონულ რეესტრზე თავისუფალი ხელმისაწვდომობით, ქვეყნის ეკონომიკა ახალისებს გამჭირვალობასა და ამცირებს ბიუროკრატიულ ტვირთს. მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება კორუფციის თავისუფლების ინდექსში მსოფლიო მასშტაბით. ქვეყანა სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში. ბერძენი ინვესტორებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ტურიზმი, სტუმართმოყვარეობისა და უძრავი ქონების ინდუსტრია ისევე, როგორც ენერგეტიკის სექტორი, კერძოდ კი განახლებადი წყაროები. ამასთან, მთავრობის მიზანი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი გაძლიერება და რეგიონში ლოგისტიკური „ჰაბის“ ფორმირებაა. საქართველოს აქვს 4 საზღვაო პორტი, 3 საერთაშორისო აეროპორტი, ასევე სწრაფად მზარდი საგზაო და სარკინიგზო ქსელი. საქართველოს მთავრობა სთავაზობს მხარდამჭერ მექანიზმებს კომპანიებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით. სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სთავაზობს სრულ მხარდაჭერას საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე, დაწყებული ბაზარზე შესვლიდან ინვესტიციების შემდგომ ხელშემწყობამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „საპარტნიორო ფონდი“ სთავაზობს დაფინანსებას მხოლოდ კომერციულად გამართლებული პროექტებისთვის, რათა შეამციროს რისკი უცხოელი ინვესტორებისთვის. ფონდი პასიური პარტნიორის როლით შემოიფარგლება, წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით“,- განაცხადა ელჩმა. 

დავით დუნდუას თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე კოვიდ-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მიუხედავად, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში ქვეყნის პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. 

,,საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა - „BB“ დონეზე, Moody’s Investors Service-მ საქართველოს რეიტინგი Ba2 „სტაბილური” დაამტკიცა, Standard and Poor’s”-ის მიხედვით საქართველოს რეიტინგია BB “სტაბილური”, Heritage Foundation-ის 2020 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მე-12 ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ხოლო ევროპაში მე-6 ადგილზე. ჟურნალში დაფიქსირებული ეკონომიკური სახის სხვა გზავნილები: 2007 წელს, საქართველოს მშპ-ს ზრდამ 12%-ს მიაღწია, რითაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცია სამხრეთ ევროპაში; მსოფლიო ბანკმა საქართველო დაასახელა „მსოფლიოში №1 ქვეყნად ეკონომიკური რეფორმების კუთხით“, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ერთ წელიწადში ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით 112-ე ადგილიდან მე-18 ადგილი დაიკავა; 2001 წელს, საქართველოს მოსახლეობის 54% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 34% შეადგინა, ხოლო 2015 წელს - 10.1%; აქართველო ყალიბდება საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორად თავისი პორტებით ბათუმსა და ფოთში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენით“,- აცხადებს დავით დუნდუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი