საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებით მიდგომა არსებითად შევცვალეთ-ივანე მაჭავარიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
765 09 დეკემბერი 2019, 17:44

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისას, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

„თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-დან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების გადახდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამ ცვლილების და სისტემური განახლებების შედეგად საგადასახადო შემოსავლებმა თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელს 130 მილიონი ლარით გადააჭარბა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი