მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
941 31 იანვარი 2020, 13:39

2019 წელს ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 5.2%-ით, რაც თავისთავადა მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე წინასწარი პროგნოზები, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის კომენტირებისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს მიზანმიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

„დღეს გვაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური სიახლე - 2019 წელს ჩვენი ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა, რაც თავისთავადა მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე წინასწარი პროგნოზები - თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით იყო მხოლოდ 4.5% იმის გამო, რომ რეგიონში ბევრი გამოწვევა არის და ზოგადად, გლობალური ეკონომიკა ნელა ვითარდება.

მინდა ვთქვა, რომ ასეთ მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი პირველ რიგში ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ საერთაშორისო არენაზე და სწორედ ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ჩვენი ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - მან 3 770 000 000-ს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად ძლიერი და ფეხს იკიდებს პირველ რიგში ევროპულ ბაზრებზე, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა. ასევე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით - „აწარმოე საქართველოში“, აგრარული სექტორის მხარდაჭერის პროგრამების, გააქტიურებული პრივატიზების, გააქტიურებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემის პოლიტიკის მეშვეობით ვეხმარებით ქართულ ბიზნესს და დამატებით ბიძგს ვაძლევთ განვითარებისთვის.

თუ ჩვენ უფრო დეტალურად ჩავხედავთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის დარგობრივ სტრუქტურას, სწორედ მრეწველობის დამამუშავებელი სექტორი ლიდერობს, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ტურიზმის ინდუსტრიაში - რესტორნებში და სასტუმროებში, ჩვენი სერვისინდუსტრიაც უფრო ძლიერი ხდება და ეს მიუხედავად იმ გამოწვევისა, რაც ჩვენ შეგვხვდა გასულ წელს - ვგულისხმობ 20-21 ივნისის შედეგებს, მაგრამ მაშინაც საქართველოს მთავრობამ საკმაოდ სწრაფად შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და გვერდში დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, რამაც საბოლოო ჯამში ეს კარგი შედეგი გამოიღო.

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოლოდინზე მაღალი ეკონომიკური ზრდის არის მზარდი ნდობა ჩვენი ქართული ბიზნესის და ზოგადად ქართული საზოგადოების მხრიდან, რასაც ისინი იჩენენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. სწორედ ეს ნდობა არის, რომელიც საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოწვევები იყო და ალბათ იქნება კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალას შეიძლება სურდეს, თავისი დესტრუქციული დღის წესრიგი მოახვიოს თავს ქართულ ბიზნესს, მაგრამ ნდობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ არის უფრო ძლიერი და არავის აძლევს საშუალებას, რომ ქვეყნის არევა მოხდეს და პირიქით, ჩვენი ბიზნესი ვითარდება სწრაფად და უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს",-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასეთი შედეგი გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ 2020 წელი მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით იქნება ასევე ძალიან დადებითი. თურნავა იმედოვნებს, რომ წელსაც შევძლებთ მოლოდინზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი